5
Oct
2016

WINGS – ფრთები შენი წარმატებისთვის

5 Oct 2016

WINGS – #ფრთებიშენიწარმატებისთვის – ეს სასკოლო ოლიმპიადაა ინგლისურ ენაში. საგამოცდო ტესტების ბოლოს, ქართლ ენაზე, ფრთიანი კითხვებიც ერთვის, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა ადამიანისა და კომპანიის შეკითხვას უპასუხებენ.

რეგისტრაციის დაწყებამდე ერთ-ერთი სკოლის კედელი ფრთებით მოიხატა, სადაც ბავშვებმა ფრთები “გაშალეს”. ოლიმპიადის სამზადისიც გაჩაღდა.

unnamed-2

„ვინგსის“ ოლიმპიადის ორგანიზატორი – საგანმანათლებლო ცენტრი „ედუჰაუსი“, ინგლისურენოვანი, ბრიტანული სტანდარტების საზაფხულო ბანაკის, „შერვუდის“ შემქნელია.„ედუჰაუსის“ მიზანია ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესებაში პროფესიული წვლილის შეტანა

“ვინგსს” გამოარჩევს

  • კემბრიჯის კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ შექმნილი ტესტები
  • ფრთიანი კითხვები, საგამოცდო ტესტების ბოლოს სხვადასხვა ადამიანებისა და კომპანიების მომზადებული კითხვები
  • თითო საკლასო კატეგორიაში 5 საპრიზო ადგილი
  • ყველაზე მეტი ფინალისტი
  • ობიექტური, გამჭვირვალე და მონაწილეების ინტერესებზე მორგებული ოლიმპიადა
  • შესაძლებლობა გახდე ქვეყნის წამყვანი კომპანიების რჩეული
  • მონაწილეების ინტერესებსა და მოტივაციის ამაღლებაზე მორგებული პრიზები

რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყო

ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება:

I ტური – 13 ნოემბერს გაიმართება

II ტური, ფინალი კი – 27 ნოემბერს შედგება

ოლიმპიადის ჩატარების განრიგი კლასების და საათების მიხედვით ოლიმპიადის ჩატარებიდან 5 დღით ადრე გამოქვეყნდება

unnamed-3

ოლიმპიადაში მონაწილეობა, მთელი საქართველოდან, III-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ (ოლიმპიადის ჩატარების ქალაქები – თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი)

რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული – eduhouse.ge

Wings-ის ამჟამინდელი მხარდამჭერები არიან, შერვუდი, “წიგნები ბათუმში,” ნებულა, პრეზენტატორიუმი

შემოგვიერთდით, შევასხათ ფრთები მოსწავლეთა მიზნებს

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს

#Wings – #ფრთებიშენიწარმატებისთვის

#ჩვენვაფრენთმწვერვალებისკენ

 

განხილვა