in ,

Wings – ინგლისური ენის ოლიმპიადა „ფრთიანი“ ბავშვების აღმოსაჩენად

გიორგი ლიპარიშვილი
გიორგი ლიპარიშვილი

#ფრთებიშენიწარმატებისთვის, – „ვინგსი“ სასკოლო ოლიმპიადაა ინგლისურ ენაში, რომლის მთავარი მიზანიც ყოჩაღი ბავშვების აღმოჩენაა, ფრთების პოვნა, რომელიც ყველა მათგანს აქვს. ოლიმპიადისთვის რეგისტრაცია 3 ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო პირველი ტური 13 ნოემბერს ჩატარდება. რით არის გამორჩეული ოლიმპიადა, რას ნიშნავს “ფრთიანი კითხვები” და რამდენი საპრიზო ადგილი იქნება, ამის შესახებ უფრო დეტალურად ოლიმპიადის პიარ მენეჯერმა, გიორგი ლიპარიშვილმა ისაუბრა მარკეტერთან.

M: მოგვიყევით „ვინგსის” შესახებ. რითაა გამორჩეული ის სხვა მსგავსი ოლიმპიადებისგან?

გამორჩეულობა ოლიმპიადის არსშია. „ვინგსის“ საგამოცდო კითხვებს კემბრიჯის კვალიფიკაციის მქონე ქართველ და უცხოელ  ექსპერტთა გუნდი ადგენს და ტესტები ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ პროგრამაზეა მორგებული. გარდა ინგლისური ენის ტესტებისა, ჩვენი ოლიმპიადა გამოირჩევა სხვადასხვა კომპანიისა და ცნობილი ადამიანის მიერ ქართულად დასმული „ფრთიანი კითხვებით“. ვფიქრობთ, „ფრთიანი კითხვები“ ბავშვებისა და წარმატებული ადამიანებისა, თუ კომპანიების ურთერთობას დააახლოვებს. წახალისებაც უფრო თვალშისაცემი იქნება და ყოჩაღი ბავშვების აღმოჩენაც გამარტივდება. გამორჩეულია საპრიზო ადგილებიც.

wings

M: რამდენი საპრიზო ადგილია?

ყოველ საკლასო კატეგორიაში 5 საპირზო ადგილია და ჯამში 45 გამარჯვებული იქნება. ასევე, გამოვლინდებიან დამატებით „ფრთიან კითხვებში“ გამარჯვებული ბავშვები. სხვადასხვა საპრიზო ადგილებით გამარჯვება აჩვენებს, რომ წარმატებას შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიო და შემდეგ ოლიმპიადაზე უკეთესი შედეგი აჩვენო.

M: როგორ ხდება რეგისტრაცია და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

სარეგისტრაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებგვედზე და ასევე, „ვინგსის“ Facebook-ის გვერდზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მე-3 – მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. „ვინგსი“ ამჯერად საქართველოს 4 ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ჩატარდება, თუმცა, მასში მონაწილეობა მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ.

wings

M: რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის მოსწავლეებისთვის „ვინგსში“ მონაწილეობის მიღება და რა უნარებს გამოიმუშავებენ ისინი?

ბავშვებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი განვითარებისთვის. „ვინგსში“ მონაწილეობით მოსწავლეები ინლისურის ცოდნაში თავს გამოცდიან. ასევე, სურვილის მიხედვით უპასუხებენ „ფრთიან კითხვებს“ და კრეატიულობას წარმოაჩენენ. სიყოჩაღის დასტურად გამარჯვებული ბავშვები დამსახურებულ ჯილდოებს მოიპოვებენ.

M: ვინ არიან ორგანიზატორები?

„ვინგსის“ ოლიმპიადის ორგანიზატორი საგანმანათლებლო ცენტრი „ედუჰაუსია“, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ წარმატებულია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი  თავგადასავლებით სავსე, ინგლისურენოვანი ბანაკი „შერვუდია“. „ვინგსის“ ოლიმპიადის პიარ კამპანიას პრეზენტატორთა კლუბი “პრეზენტატორიუმი” ახორციელებს.Wings-ის ლოგო

M: როგორ შეარჩიეთ სახელი?

სახელის იდეა ოლიმპიადის კონცეფციიდან წამოვიდა. ბევრი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა დაგვერქმია #Wings, – ფრთები, როგორც თავისუფლებისა და სილაღის სიმბოლო.

M: რა მოლოდინები და სამომავლო გეგმები გაქვთ?

ჩვენი მოლოდინი „ფრთიანი“ ბავშვების პოვნაა. პარტნიორი ქართული და უცხოური კომპანიების აქტიური ჩართულობით წინ ძალიან ბევრი სანტერესო გეგმა გვაქვს. ოლიმპიადის მეშვეობით გავიცნობთ და დავუმეგობრდებით „ფრთიან“ ბავშვებს. მათი აქტიურობა და „ვინგსში“ ჩართულობა ჩვენს გეგმებს ფრთებს მეტი თავისუფლებით გაუშლის.

Wings – #ფრთებიშენიწარმატებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ელექტრონულ მისამართებს:

Duracell–მა ჰოსპიტალში მყოფი ბავშვები “ვარსკვლავური ომების” სამყაროში ამოგზაურა

ბარი, რომელიც წყლის მრავალფეროვან მენიუს გვთავაზობს – PUR–ის უჩვეულო ექსპერიმენტი