ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა: Wink ხშირად ოთახის კუთხეში ან მაგიდაზე ზის და საკუთარ საქმეებზე ფიქრობს, მაგრამ როგორც კი ნათურის ზომის რობოტს შეხედავთ, ცოცხლდება, თქვენც შემოგხედავთ და ერთგულად დაგელოდებათ მანამ, სანამ რამეს არ დაავალებთ. კითხვაზე „Wink შეგიძლია სინათლე აანთო?“, პასუხი ასეთია: ნათურის მსგავსი მოწყობილობა თავს სინათლისკენ აბრუნებს და მას „თვალის დახამხამებით“ ანთებს.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ს, Google-სა და Amazon-ს ჩვენი ესმით, ეს საუბრები მაინც ძალიან ნელი და არაბუნებრივია. ისინი არც ისეთი სასიამოვნო ან მარტივია, როგორიც უნდა იყოს. Wink კი ხაზს უსვამს, თუ რამდენი ნიუანსი დავკარგეთ ხმოვანი ასისტენტების განვითარების დროს.
ხშირად Siri ან Alexa, უცნაური ხმით იმეორებს იმას, რაც ჩვენ ვთქვით, რათა დაადასტუროს სწორად გაიგო თუ არა, შემდგომში კი საქმის კეთებას იწყებს. და თუ დაფიქრდებით, ამას რეალურ ცხოვრებაში ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის დროს მხოლოდ ერთი შეხედვა ან თავის დახრა სჭირდება. ანიმაციის დახმარებით, Wink-ს არ სჭირდება მწვანე ან წითელი სინათლე ან ადამიანის ქცევის სხვა მექანიკური აბსტრაქციები, რათა აჩვენოს უსმენს თუ არა. Wink-ისთვის არც საუბარია საჭირო, რათა დაადასტუროს, რომ თქვენი ესმის. მას უბრალოდ თვალის დახამხამება, შეხედვა და თავის დაქნევა სურს.
დიახ, სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთი თვალი, რომელიც 1986 წლის ფილმით Short Circuit-ის რობოტის გმირი Johnny Five-ით არის შთაგონებული. თუმცა აქვე, ალბათ, Pixar-ის Luxo Jr.-იც მოგაგონდებათ… მართალია, Wink Baggerman-ის ხელში არსებულ მკვდარ სელფის ჯოხს ჰგავს, მაგრამ როცა ადამიანის გამოხედვით იღვიძებს, იგი აშკარად საუბრისთვის გიწვევთ.
ამას თან პრაქტიკული სარგებელიც ახლავს. ერთ-ერთი რომ დავასახელოთ, Wink, Siri-ს მსგავსად, „ტრიგერ სიტყვებს“ არ ელოდება და არასდროს იწყებს მოსმენას მანამ, სანამ თვალით კონტაქტს არ დაამყარებს. დიახ, კონფიდენციალურობის თვალსაზრისით, ეს ბევრად უკეთესიცაა. მეორე — ის უბრალოდ თქვენ არ გხედავთ, არამედ ნივთებს თქვენ გარშემო და განსაზღვრავს, რომელ ობიექტზე საუბრობთ.
და მიუხედავად იმისა, გამოვა თუ არა Wink ბაზარზე, იგი მაინც გვახსენებს, რომ ხმოვანი ასისტენტების განვითარების გზაზე ჩვენ ადამიანური მახასიათებლები დავივიწყეთ.