„საყვარელი გოგონა“ კუზიან ვეშაპს დაარქვეს, რომელიც ფოტოგრაფ რეიჩელ მურის კამერის ობიექტივში მოხვდა. თუმცა ამ ამბიდან 4 დღის შემდეგ, სავარაუდოდ, მოკვდებოდა, სწრაფმავალი გემი დაეჯახებოდა, რომელიც ყოველწლიურად 20 000 ვეშაპს ანადგურებს… ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწია „საყვარელ გოგონას“, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ კადრში თვალის გამოჩენამ 2025 United Nations World Oceans Day Photo Competition-ის მთავარი ჯილდო მოაპოვებინა.

კონკურსი მეთორმეტე წელია ტარდება და აქ ათასობით წყალქვეშა ფოტოგრაფი წარადგენს სურათებს ოთხ კატეგორიაში: Big and Small Underwater Faces, Underwater Seascapes, Above Water Seascapes და Wonder: Sustaining What Sustains Us. ოღონდ ოკეანეების სახიფათო მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო, კონკურსის მონაწილეებს ფოტოგრაფიული ეთიკის 14 თავზე მოეწერათ ხელი.

კონკურსის პარტნიორები არიან UN Division for Ocean Affairs and the Law of the Sea, DivePhotoGuide (DPG), Oceanic Global და the Intergovernmental Oceanographic Commission of UNESCO. წლევანდელ გამარჯვებულებში ცნობისმოყვარე სელაპსა და მედუზების კლანს იხილავთ, კადრები შთამბეჭდავია, ამიტომ წყალქვეშა მოგზაურობისთვის მოემზადეთ:











