in

ვინი პუჰი ბოროტ პერსონაჟად იქცა!

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Disney-მ საავტორო უფლებები დაკარგა…

veon
veon

ალბათ, თქვენთვისაც რთული წარმოსადგენია საყვარელი ვინი პუჰის ადამიანის მკვლელად ქცევა, მაგრამ ეს რეალობაა… თუმცა თუ დაგამშვიდებთ, გეტყვით, რომ იგი Disney-ს არ გადაუღია. ეს რის ფრეიკ-უოტერფილდისა და გაერთიანებული სამეფოს კინოსტუდიის Jagged Edge-ის შემოქმედებაა. ისინი არც თავიანთი მუზის დამალვას ცდილობენ და ფილმს, სახელწოდებით ვინი პუჰი: სისხლი და თაფლი, წარმოგვიდგენენ.

როგორ დაუშვა ეს დისნეიმ? თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ამ წლის პირველ დღეს მან ვინი პუჰზე საავტორო უფლებები დაკარგა. დიახ, მას შემდეგ, რაც იგი საზოგადოების საკუთრება გახდა… ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანებს 95 წლის შემდეგ ნაწარმოების ხელახალი ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევათ, თუნდაც, ეს საყვარელი გმირის ბოროტ პერსონაჟად გარდაქმნა იყოს…

როგორც ხედავთ, დათვის ეს ვერსია ბევრად უფრო საშიშად გამოიყურება. ახლად გამოქვეყნებული თიზერის მიხედვით თუ ვივარაუდებთ, იგი ადამიანის მკვლელი უნდა იყოს, რომელმაც ნიღბად სწორედ ვინი პუჰის სახე აირჩია. აქ კი ყველაფერი არ მთავრდება, ფილმში მის პარტნიორს, თუმცა ამჯერად დანაშაულის ჩადენისას, ვარდისფერი გოჭი წარმოადგენს. თუ სურათებს დააკვირდებით, მას უკვე გოჭსაც ვეღარ უწოდებთ… რაც შეეხება ვეფხვს, მის გამოყენებას ცოტა ხნით ვერ შეძლებენ, რადგან იგი ჯერ კიდევ დისნეის საკუთრებაა.

ვინი პუჰის საშინელებათა ფილმის მთავარი როლის შემსრულებლების სახელებიც ვიცით, ესენია: ემბერ დოიგ-თორნი, მარია ტეილორი და დანიელ სკოტი. ფილმის გამოსვლის თარიღი კი ზუსტად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

სამწუხაროდ, იმასაც ამბობენ, რომ თუ Disney ფრთხილად არ იქნება, მსგავსი ბედი, შესაძლოა, Mickey Mouse-მაც გაიზიაროს..

„ფუნდუკი“ ჩვენთვის პიროვნებაა და შესაბამისადაც ვექცევით, ოჯახის წევრივით“

როგორია ჩეტბოტების როლი ბიზნესში და რა არის მათი საშუალო ფასი