in

კლიმატის ცვლილებები ზღაპრებშიც აღწევს — Who Gives A Crap-ის კამპანია

Who Gives A Crap ტუალეტის ქაღალდის ბრენდია, რომელიც ბოლო დროს ხეების გაჩეხვის პრობლემაზე დაფიქრდა. კლიმატის ცვლილებების მწვავე საკითხის ფონზე, ბრენდმა პრინტ კამპანია შეიმუშავა — საბავშვო ილუსტრირებული ზღაპარი კი მთავარ სამოქმედო მექანიზმად გამოიყენეს…

BOG

უფრო კონკრეტულად, „Winnie-The-Pooh: The Forested Edition“-ის ილუსტრაციები ტყეების გაჩეხვის გავლენაზეა ფოკუსირებული. ის მთელ იმ ნეგატიურ გავლენებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ამ მავნე პროცესს მოჰყვება. კომპოზიციებში ვხედავთ, ვინი და მისი მეგობრები როგორ არიან გარშემორტყმულნი გადაჭრილი ხეებით — აღარც სახლი აქვთ და აღარც საჭმელი…

„გლობალურად ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას და ზემოქმედების იგნორირებას, რომ სულ უფრო მეტად ვეფლობით მწვავე ვითარებაში… რუტინის მცირე ცვლილებებს კი დიდი განსხვავების მოტანა შეუძლია“, — აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი, საიმონ გრიფიტსი. ამიტომაც, თავად გადამუშავებულ ქაღალდებს იყენებენ, ძველი რვეულებიდან თუ საოფისე მასალებიდან.

Google გამომცემლებს კონტენტის Bard AI-ისგან დამალვას სთავაზობს

5 ნაბიჯი სამსახურში ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად