ოლიმპიადაზე ყველას ოქროს მედალზე უჭირავს თვალი, მაგრამ Nike ცდილობს, რომ ყველაფერი უფრო სიღრმისეულად დაგვანახოს. მისი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის შემუშავებული სარეკლამო კამპანია — Winning Isn’t for Everyone — აერთიანებს ისეთ დიდებულ სუპერვარსკვლავებს, როგორებიც არიან ლებრონ ჯეიმსი, სერენა უილიამსი, კრიშტიანო რონალდუ, ლეგენდარულ კობი ბრაიანტი და ა. შ.
Winning Isn’t for Everyone შექმნილია Nike-ის დიდი ხნის სარეკლამო პარტნიორის Wieden + Kennedy Portland-ის მიერ. კამპანია ხაზს უსვამს მნიშვნელოვან საკითხს: გამარჯვებას შეძლებენ ისინი, რომლებსაც სურთ ინვესტიცია განახორციელონ შრომისმოყვარეობაში, თავდადებასა და გამძლეობაში, მაშინაც კი, თუ ეს მათ „ეგოისტებად“ ან „ცუდ პერსონებად“ წარმოაჩენს. რეკლამა ყურადღების ცენტში აქცევს არა მხოლოდ ამ სუპერვარსკვლავების ფიზიკურ თვისებებს, არამედ მათ გონებრივ სიძლიერესა და ბრწყინვალებისადმი ურყევ ერთგულებას.
„ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო საუკეთესო სპორტსმენად ჩამოყალიბებისთვის“, — ამბობს Nike-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ნიკოლ გრეჰემი.
კამპანია არის ერთგვარი შეხსენება, რომ გამარჯვებისკენ მიმავალი გზა რთულია. ოქროს მედალს კი ის დაიმსახურებს, ვინც ბედავს დიდ ოცნებას და მზად არის გამოწვევების დასაძლევად.