19
Dec
2017

როგორია ზამთარი გუდაურში, შეყვარებულთან ერთად? – გიო ჯობავას მორიგი ვიდეორგოლი

19 Dec 2017

საქართველოში 62 დღიანი ზღაპრული მოგზაურობის შესახებ ვიდეოს შემდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემოგთავაზეთ, ვიდეომეიქერმა გიო ჯობავამ მორიგი ნამუშევარი დაასრულა, რომელიც გუდაურში შეყვარებული წყვილის მოგზაურობას ეხება და ამასთან, საქართველოს ზამთრის ერთ-ერთი კურორტის შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს.

 

გიო ჯობავა: “ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველო ბოლომდე შემოვიაროთ და ყველა კუთხე-კუნჭულს მივუძღვნათ მსგავსი ვიდეო. ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაკეთებთ მისთვის. ამით არ ვიღებთ შემოსავალს, პირიქით, გავცემთ ხარჯებს. გაგვიხარდებოდა, სპონსორი რომ გვყავდეს და უფრო მაგარი რამეები ვაკეთოთ, თუმცა ჩვენითაც ისე ვიღწვით, რომ, მგონი, ძალიან ყურებადი და სასიამოვნო ვიდეოს ვთავაზობთ ხალხს.”

 

განხილვა