in

საერთაშორისო ჯაზფესტივალი „Winter Jazz Gudauri“ 24-25 თებერვალს გაიმართება

ვინაიდან ჯაზი ყოველი სეზონის, განწყობისა და მდგომარეობის შესაბამისი მუსიკალური მიმდინარეობაა, წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის კურორტების საერთაშორისო ფესტივალი დაემატა. მთის კურორტებიდან პირველ ჯაზფესტივალს კი, სახელწოდებით „Winter Jazz“, გუდაური უმასპინძლებს.

კომპანია „ისთერნფრომოუშენსის“ ორგანიზებით, ორდღიანი ფესტივალი სასტუმრო „კარპე დიემის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ეს იქნება ნამდვილი დღესასწაული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი მოიყრის თავს — ისინი ორი დღის განმავლობაში საკუთარ უნიკალურ შემოქმედებას გაუზიარებენ სტუმრებს.

Kaidi Tatham

საფესტივალო პროგრამას გახსნის „Soulidan“, შემდეგ კი გააგრძელებენ ლეგენდარული ჰაუს არტისტები: Kenny Bobien, Josh Milan, Kaidi Tatham, Dj Spen, Greg Gauthier, Afshin.

Scott Kinsey

პირველ საფესტივალო დღეს დაასრულებს ამერიკელი მუსიკოსი Scott Kinsey და მისი ვარსკვლავური ჯგუფი, პროექტით „We speak LUNIWAZ“, რომლებიც მსმენელს ჯო ზავინულის მუსიკას შესთავაზებენ. აღნიშნულ ბენდში, სხვა წარჩინებულ მუსიკოსებთან ერთად უკრავს ცნობილი დრამერი ნიკოლას ვიკარო, წარსულში რომელიც ჯონ მაკლაფინთან, რიჩარდ ბონასთან და მაიკ სტერნთან თანამშრომლობდა.

უკვე 25 თებერვალს კი საერთაშორისო ჯაზფესტივალს ჰაუს არტისტები დახურავენ.

ზამთრის ჯაზფესტივალის მხარდამჭერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ოფიციალური პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო.

საინფორმაციო მხარდამჭერები: ტვ იმედი, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი
Marketer.ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სარეკლამო სააგენტო ალმა.

ბილეთები გაიყიდებ www.tkt.ge-ზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Skyted-ის ნიღაბი საუბრის ხმას ახშობს

ლიბერთის ციფრული ბანკის გუნდმა ერთგული მომხმარებლები დააჯილდოვა