ცოტა ხნის წინ Winter Olympics 2026-ის პოსტერები გამოქვეყნდა — ათმა სხვადასხვა იტალიელმა არტისტმა 10 პოსტერი წარადგინა, რათა თამაშების სულისკვეთება და ათლეტიზმი ეზეიმათ ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადისთვის…
მომავალი Winter Olympics თებერვალში ჩრდილოდასავლეთ იტალიაში გაიმართება და პირველი შემთხვევა იქნება, როცა ორ სხვადასხვა ქალაქში, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში უმასპინძლებენ. სპორტის სახეობებს შორის კი, სხვებთან ერთად, თხილამურებით ხტომას, ყინულის ჰოკეის, სნოუბორდსა და ციგურებით სრიალს შეხვდებით.
ამ თამაშებისთვის შექმნილი პოსტერები Fondazione Milano Cortina-სა და Triennale Milano-ს შორის თანამშრომლობის შედეგია. სწორედ მათ შეადგინეს 10 თანამედროვე მხატვრის სია, რომლებიც თავიანთ უნიკალურ შემოქმედებით სტილს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ბრიფებს მოახმარდნენ. შერჩეულ მხატვრებს შორის გვხვდება Flaminia Veronesi, Beatrice Alici, Maddalena Tesser და Aronne Pleuteri, რომლებიც ზეთის, გუაშის, აკრილის, ციფრული ილუსტრაციისა და შერეული მედიის კომპოზიციებს შემოგვთავაზებენ პოსტერებში.
რაც შეეხება ნამუშევრების თემატიკას, წარმატებაზე, ერთიანობაზე, კონკურენციაზე, თამაშსა და მოძრაობაზეა. მაგალითისთვის ფონტანარის პოსტერი ორ მოციგურავეს გვაჩვენებს, რომელშიც ერთი მეორეს ფინიშის ხაზთან გულშემატკივრობს, ხოლო პინტოს ნამუშევარში ყვავილებით არის ასახული, როგორ ადნობს ყინულს წვეთები, რითაც სურს, პარაოლიმპიელი სპორტსმენების გამძლეობასა და მიზანდასახულობაზე გვესაუბროს…
ახლა კი დროა, თავად ნახოთ Winter Olympics 2026-ის პოსტერები: