ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და მღელვარებაც კულმინაციურ წერტილს აღწევს. გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან მათი ფავორიტი სპორტსმენების გამოსვლებს. ყველა ქვეყანა მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს თავის საამაყო წარმომადგენელ გუნდს. ამერიკაც, რა თქმა უნდა, მოწოდების სიმაღლეზეა, NBC Sports-მა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სპორტული მოვლენის, სუპერთასის დაწყებას დაამთხვია კამპანია Best of U.S, რომელიც სარეკლამო ვიდეორგოლებს მოიცავს ამერიკის საუკეთესო ათლეტების შესახებ. ვიდეოები ლინდსი ვონის, მიკაელა შიფრინის, ნათან ჩენის, ქლოი კიმისა და შონ უაიტის მონაწილეობით, შთამბეჭდავად წარმოადგენს, თუ რას ნიშნავს, იყო საუკეთესო სპორტსმენი და ოლიმპიური მედლის მფლობელი.
https://www.youtube.com/watch?v=LzgaqQFzYkI
https://www.youtube.com/watch?v=Dr_3IA1LH9c
https://www.youtube.com/watch?v=VWUPTTVxzTk
https://www.youtube.com/watch?v=qLh9_nnVbo0