21
Dec
2018

როგორია ზამთარი მარსზე?

21 Dec 2018

NASA მარსს 1965 წლიდან იკვლევს და დღეს, უკვე შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, როგორია ზამთარი მარსზე და როგორია მიწისძვრის (ე.წ. მარსისძვრის) შედეგები წითელ პლანეტაზე. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის, კადრზეა აღბეჭდილი კილომეტრნახევრიანი სიღრმის მქონე ყინულიანი კრატერი, სახელად კოროლიოვი. სახელი მისი აღმომჩენის, სერგეი კოროლიოვის გამო დაერქვა. თუმცა, როგორც ამბობენ, კრატერი მხოლოდ მარსული ზამთრის გამო არაა თოვლიანი. კრატერი მთელი წლის განმავლობაში 1800 მეტრის სისქის ყინულითაა დაფარული. 80.6 კმ სიგანის კრატერი ჩრდილოეთ პოლარული ნაწილის სამხრეთით იმყოფება. ყინულის საფარი კრატერში ორი კილომეტრის სიღრმიდან იწყება. ყინულის გალღვობას ხელს ჰაერის ცივი ნაკადი უშლის.

NASA/JPL-Caltech/University of Arizona

April 1, 2012, NASA/JPL-Caltech/Cornell

February 5, 2014, NASA/JPL-Caltech/Univ. of Arizona

განხილვა