საქართველოს ზამთრის კურორტები, ოფიციალურად, 8 დეკემბრიდან გაიხსნება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ახალი სამთო-სათხილამურო სეზონს, ხუთივე მათგანი განახლებული და მომზადებული ხვდება.

8 დეკემბერს სეზონი, ოფიციალურად, გაიხსნება კურორტ „გოდერძისა“ და „დიდველის“ (ბაკურიანი) სათხილამურო ტრასაზე. „გუდაური“, დამსვენებლებს, 15 დეკემბრიდან, „თეთნულდი – ჰაწვალი“ და „კოხტა – მიტარბი“ კი 22 დეკემბრიდან მიიღებს.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, 2018-2019 წლების ზამთრის სეზონისთვის, ყველა საბაგიროს ჯერ სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, შემდეგ კი სრული ტექნიკური შემოწმება გაიარა.
„გარდა ამისა, საბაგიროებზე დასაქმებულმა თითოეულმა თანამშრომელმა, ავსტრიაში, სპეციალური ტრენინგი გაიარა. ახალ სეზონს, ჩვენს კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით, სრულად მომზადებულები ვხვდებით“.