in

ჩანაწერების გასაკეთებლად პერსონალური დაფა შექმნეს

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპიუტერები და სმარტფონები ჩანაწერების გასაკეთებლად უამრავ ვარიანტს გვთავაზობს, მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც  ტრადიციული გზების გამოყენება ურჩევნიათ. თუმცა მათ ავიწყდებათ ფურცლების დამზადება რა ზიანს აყენებს გარემოს… რას იტყვით ჩანაწერების გასაკეთებლად ძველებური დაფების გამოყენებაზე? დიახ, დაახლოებით ისეთზე, სკოლებში რომ გვხვდება, ოღონდ მეტად კომპაქტური რომ იყოს… ახლა სწორედ ამაზე გესაუბრებით: 

ინოვაციური დაფა ჩვეულებრივი ბლოკნოტის ფორმისაა, რომლის ყდა მის საშლელს წარმოადგენს. ეს საშუალებას გაძლევთ, სწრაფად დაწეროთ და წაშალოთ. ოღონდ ე. წ. მუდმივი მარკერის ნაცვლად, ჩვეულებრივი უნდა გამოიყენოთ, რომლის ათობით ვარიანტი არსებობს დღეს ბაზარზე, განსხვავებულ ფერებსა თუ სტილში. 

რაც შეეხება Wipe-ის ზომას, A4 ფორმატის ქაღალდზე ოდნავ პატარაა, რათა გადასაადგილებლად მეტად მოსახერხებელი იყოს. თუმცა ინოვაციები აქ არ მთავრდება, ახლად განვითარებულ Mag Force-ის სისტემას გვთავაზობენ, რომელიც მაგნიტებისა და რეზინების დახმარებით კალმის დამჭერს წარმოგვიდგენს. 

ახალი რეკლამა კიბოსთან ბრძოლის გამოწვევებზე გვიყვება

Oatly-მ იოგურტის შეფუთვაზე ნახშირბადის ემისიების ეტიკეტი დაიტანა