in

ჩაფხუტის მინამწმენდი ბაიკერების უსაფრთხო გადაადგილებისთვის

veon
veon

წვიმიან ამინდში მოტოციკლის, ან მოპედის ტარება საკმაოდ საშიშია, არამხოლოდ გზის სველი საფარის, არამედ სველი ჩაფხუტის მინის გამოც. რა თქმა უნდა, ტრანსპორტის ტარებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი ხილვადობა, უამინდობისას, ამ კუთხით შექმნილ პრობლემას ავტომობილებში მინაწმენდით უმკლავდებიან, ახლა კი სლოვენიურმა კომპანია Wipey-მ ჩაფხუტის მინამწმენდი გამოუშვა, რომელიც ერთ ელემენტზე მუშაობს და ჩაფხუტზე მარტივად მაგრდება. ის 55 გრამს იწონის, მისი შექმნისას კი გაითვალისწინეს სიჩქარესთან და ზომასთან დაკავშირებული დეტალები.

თუ აქამდე ბაიკერებს წვიმიან ამინდში მოტოციკლის გაჩერება და ჩაფხუტის გაწმენდა უწევდათ, ახლა ისინი ტარების პროცესშივე, კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას.

მინამწმენდის ჩასართავად ღილაკზე დაჭერაა საჭირო, რისთვისაც წამები დაგჭირდებათ. ჩაფხუტის მინის წმენდის ინტერვალები კი შეიძლება 1, 3 ან 6 წამით განისაზღვროს. Wipey-ს გაყიდვა, მსოფლიოს მასშტაბით, 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამ ეტაპზე კი, მისი წინასწარი შეკვეთა 98 დოლარიდანაა შესაძლებელი.

Pornhub-ის კამპანია „ყველაზე ბინძური პორნო“, რომლის ნახვითაც ოკეანეს გადაარჩენთ

ჭკვიანი საათი კალორიებს რომანტიკულ ვახშამზეც დაგითვლით