1-ელ ივნისს, დიღმის „გუდვილში“, „ვიშლისთის“ შოურუმი იხსნება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იქ არსებული საბავშო პროდუქცია ყველა მოთხოვნასა და კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.
„დაფიქრებულხართ, სად არის საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი? ალბათ კი, თუმცა, ვერც ერთი მათგანი სრულყოფილად ვერ დააკმაყოფილებდა თქვენი შეფასების კრიტერიუმების ვრცელ სიას – სადაც იაფია, იქ უხარისხოა, სადაც მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია იყიდება, იქ ძალიან ძვირია და თან, მწირი არჩევანია. პირველი ივნისიდან ფუნქციონირებას იწყებს 2000 კვ/მ-იანი გრანდიოზულ შოურუმი დიღმის „გუდვილში“, სადაც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი შეძლებს, შეიძინოს საბავშვო პროდუქტი, რომელიც მის ყველა მოთხოვნასა და კრიტერიუმს დააკმაყოფილებს“, – ამბობენ „ვიშლისთის“ წარმომადგენლები.
მათივე თქმით, მომხარებელს შოურუმში ბავშვების გართობის, განვითარებისა და დასვენებისთვის საჭირო უამრავი ნივთი დახვდება.
„აქ ხელმისაწვდომია ბავშვთა სამყაროს კატეგორიაში არსებული ყველა ნივთი, ასევე ბავშვების გართობის, განვითარებისა და დასვენებისთვის საჭირო უამრავი საშუალება. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ევროსტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული და ოფიციალური მწარმოებლის გარანტიით იქნება. არავინ შეგიყვანთ შეცდომაში და უსერტიფიკატო პროდუქციას, ევროპულ სერტიფიცირებულ ბრენდად არ გაასაღებენ, თქვენ მიიღებთ ცნობილი კომპანიების მიერ ევროპაში დატრენინგებული კადრების უმაღლესი დონის პროფესიონალურ კონსულტაციას“.
„ვიშლისთის“ წარმომადგენლების თქმით, შოურუმში გაიყიდება მხოლოდ ცნობილი ევროპული ბრენდების ნაწარმი, დამოწმებული ევროპული ვებგვერდით, პასპორტითა და შესაბამისი EN კოდით.
„ხელმისაწვდომ პროდუქციას ეძებთ? – მხოლოდ „ვიშლისთი“ გთავაზობთ მინიმალური თანხის ფარგლებში აარჩიოთ ყველა ის აუცილებელი ნივთი, რაც თქვენი მომავალი პატარასთვის შეიძლება დაგჭირდეთ – ეტლი, საწოლ – მანეჟი, ავტომანქანის საბავშვო სავარძელი, „ბაუნსერი“, აბაზანა, საკვები სკამ – მაგიდა. პრემიუმ ბრენდებისა და პრემიუმ კლასის პროდუქციას ეძებთ? აქ დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი წამყვანი ბრენდების მოდელები, როგორიცაა – Anex, Adamex, Cybex, Polesie, Wader, Mochtoys, Paradiso Toys, Kikkaboo, Cangaroo/Moni და სხვა.
1-ელ ივნისს, 12:00-დან 19:00 საათამდე, გახსნის დღესთან დაკავშირებით, „ვიშლისთი“, სტუმრებს გასართობ პროგრამას, საჩუქრებსა და აქციებს შესთავაზებს.
„WISHLIST.GE, იგივე „ვიშლისთი“, უკვე 2 წელზე მეტია „ონლაინ“ სთავაზობს თავის მომხმარებლებს ევროპული ხარისხსა და მისაღებ ფასებს იდეალურ სინთეზს; ასევე მსურველებს საშუალება ქონდათ თამარაშვილის საწყობში ადგილზე ენახათ სასურველი მოდელი. ახლა კი თავისი სრული მასშტაბებით გელით ონლაინში – wishlist.ge და ადგილზე – დიღმის გუდვილში“.
[R]