in

„ვიშლისთი საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი  ბრენდის,  GRACO-ს  ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა“  

„კომპანია „ვიშლისთი“ უკვე 3 წელია, ცნობილი ევროპული და ახლა უკვე ამერიკული საბავშვო ბრენდების ყველაზე დიდი იმპორტიორია საქართველოში. სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ, 2020 წელს, „გრაკოს“ ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში“.

ამერიკული კომპანია GRACO 1943 წელს დაარსდა. ბრენდის თითოეული საბავშვო პროდუქტი, გადის მკაცრ და დეტალურ შემოწმებას მსოფლიო ლაბორატორიებსა და დამოუკიდებელ სატესტო ორგანიზაციებში (მაგალითად ADAC), რაც კომპანიის პროდუქციის დამატებითი ხარისხის გარანტიაა.

„დაფუძნებიდან დღემდე, „გრაკოს“, მსოფლიო ბაზარზე, არასდროს დაუთმია პირველობა. კომპანია აწარმოებს საუკეთესო ავტოსავარძლებსა და საბავშვო სარწეველა – შეზლონგებს. ეს ყოველივე კი დასტურდება მილიონობით მომხმარებლის ნდობითა და ერთგულებით – ალბათ, შეამჩნევდით, რომ თუ კი ჰოლივუდის კინოში ავტოსავარძელია გამოყენებული, ეს აუცილებლად GRACO იქნება. ბრენდის მიზანი, ისევე, როგორც ყველა მშობლის, არის იმ ბავშვების უსაფრთხოება და მაქსიმალური კომფორტი, ვინც ყოველდღიურად იყენებს GRACO-ს პროდუქციას, მსოფლიო მასშტაბით“.

ვიშლისთიGRACO-ს ბრენდის პროდუქციას საქართველოზე მორგებული, „ვიშლისთური“ ფასებით წარმოგიდგენთ. ამიტომ, როგორც კომპანიაში ამბობენ, ნებისმიერი მსურველი შეძლებს, თუნდაც განვადებით, GRACO-ს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეიძინოს.

GRACO-ს პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ, როგორც „ონლაინ“, wishlist.ge, ისე  „ვიშლისთის“ ბავშვთა სამყაროს ყველა ფილიალში.

 

[R]

„კატრანტინი“ – მოკლე ფილმი კრეატორზე, რომელმაც კარანტინში აღმოაჩინა, რომ კატაა

როგორ გამოვასწოროთ ცუდი ონლაინ შეხვედრა?