in

Wishlist ევროპის საბავშვო პროდუქციის გამოფენაზე, საქართველოდან, ყველაზე მეტ ბრენდს წარადგენს

ვიშლისთი“ წელს ევროპაში საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდ გამოფენაზე, ყველაზე მეტი ბრენდით წარსდგება საქართველოდან – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა სალომე ქუთათელაძემ.

„Baby and Kids’ Products International Trade Fair “Kind + Jugend” Cologne არის ლიდერი ახალშობილის, საბავშვო, მოზარდის და საორსულო პროდუქციის კატეგორიაში. გამოფენა უკვე 60 წელია არსებობს და თავს უყრის მხოლოდ საუკეთესო ბრენდებსა და პროდუქტებს მთელი მსოფლიოდან“.

ვიშლისთის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანია უკვე მეორე წელია საქართველოს და საქართველოში პოპულარულ ბრენდებს ამ გამოფენაზე წარადგენს.

„კომპანია, წელს, გამოფენაზე წარდგება უკვე ყველაზე ცნობადი და ყველაზე მეტი ბრენდით: Anex, Adamex, Baby Merc, Cangaroo, KikkaBoo, Polini, Mochtoys, Pilsan, Dolu, Kidkraft, RollPlay. „ვიშლისთი“, დღეს, საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორია საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს ევროპული ბრენდების საუკეთესო არჩევანს, საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ყველა საფასო კატეგორიაში“.

ევროპული, ხარისხიანი და ამავდროულად ხელმისაწვდომი საბავშვო პროდუქციის კატეგორია, როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოში პირველად სწორად „ვიშლისთმა“ შესთავაზა მომხმარებელს და დღემდე ათასობით ადამიანის სახლში შეიტანა კომფორტი, სიხარული და უსაფრთხოება.

„2019 წლის 19 სექტემბერს „ვიშლისთი“ თავის ბრენდებს სწორედ „Kind + Jugend” გამოფენაზე წარადგენს, სადაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩასული ადამიანი ნახავს და გაიცნობს გამოფენაზე არსებულ ბრენდებს. თუ კონკრეტული ბრენდი არ აკმაყოფილებს ევროსტანდარტების მოთხოვნებს, უსაფრთხოებასა და ხარისხს, შეუძლებელია მოხვდეს ამ გამოფენაზე. შესაბამისად, ჩვენი კომპანიის ბრენდებმა, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებმა, თავისუფლად დააკმაყოფილა მოცემული მოთხოვნები და მის კუთვნილ ადგილს დაიკავებს გამოფენაზე. ერთგულ მომხმარებლებს, მომავალი წლიდან, კიდევ უფრო მეტ სიახლეს შევთავაზებთ“.

გამოფენაზე წარმოდგენილი ბრენდების ნახვა, მომხმარებელს, სუპერმარკეტ „გუდვილის“ დიდი დიღმის ფილიალში ან „ვიშლისთის“ ოფიციალურ გვერდზე შეუძლია.

[R]

ჩემი მანტრა და კრეატიული სუპერგმირები – Ad Black Sea 2019-ის მეორე დღე

შენზე უკეთესი თანამშრომლის სამსახურში აყვანა – საკუთარ განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია – სოფო ბალავაძე