არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სტილი მოგწონს – ქუჩებში ისე სეირნობ, თითქოს მეტ გალაზე მიდიოდე თუ თითქოს მომავლიდან იყო ჩამოსული, როცა საქმე „ვიშლისთს” ეხება, უკვე ყველამ ვიცით, რომ მისი პროდუქცია ნებისმიერი გემოვნების, ნებისმიერი სტილის, ნებისმიერ ადგილას ყოფნის დროს გამოგვადგება.
სწორედ ამის აღსანიშნად, სახალისო და ხმაურიანი კამპანიებით ცნობილმა ბრენდმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი სახალისო კონკურსი შემოგვთავაზოს. ქვემოთ თქვენ ხედავთ, ერთი შეხედვით უჩვეულო ფოტოებს, გადაღებულებს თბილისის ნაცნობ უბნებში. მათზე ვიშლისთის ტრანსფორმერი საბავშვო ეტლები და მოდი ვთქვათ, თვით ჩვენი მრავალფეროვანი დედაქალისთვისაც კი, უცხო გარეგნობის გოგონები არიან გამოსახულნი.
იკითხავთ, თქვენ რა ამით? რა და ის, რომ თუ ვიშლისთის ფეისბუკ გვერდზე შეხვალთ და ამ ფოტოების ქვეშ მხიარულ, საზრიან, თემატურ და სხვებისგან გამორჩეულ კომენტარს დაწერთ, 200-ლარიანი ვაუჩერის მფლობელი გახდებით. საუკეთესო კომენტარს Facebook რეაქციები გამოავლენს.
ასე რომ, იჩქარეთ! პრიზი ყველაზე ენამოსწრებულს შეხვდება!
ჩვენ მაინც შეგახსენებთ, რომ Wishlist ევროპული და ამერიკული საბავშვო ბრენდების უდიდესი იმპორტიორია საქართველოში. ბრენდის მიზანია, ხარისხიან პროდუქციასთან ერთად, მიმზიდველი კამპანიებიც დაგეგმოს, რომელშიც მომხმარებელიც ეყოლება ჩართული.
[R]