in

„თხევადი მზე“ და „სიცოცხლის წყალი“ – ლეგენდები ვისკიზე

„ვისკი თხევადი მზეა“ – წერდა ბერნარდ შოუ. როგორც ამბობენ, ეს მზე სულ მცირე, ჩვენი წელთაღრიცხვით, V საუკუნეში შეიქმნა. ლეგენდის მიხედვით, „მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმ. პატრიკის ხელმძღვანელობით, მისიონერმა ბერებმა ჩამოიტანეს იორდანიიდან. მათ ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ, რომლებიც, თავის მხრივ, ამ „ხელოვნებას“ ახლო აღმოსავლეთში დაუფლებიან. ასევე, გადმოცემის მიხედვით, ქრისტიან მისიონერებს ვისკის დაყენების „საიდუმლო“ შოტლანდიაში შეუტანიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ წმ. პატრიკი ირლანდიის მფარველია, შესაძლოა, მთელს ამ ლეგენდარულ ჯაჭვში იყოს სიმართლის მარცვალი.

 

რამდენიმე დღის წინ ერთი ვიდეო ვნახე. ამ ზაფხულსაა გადაღებული.  მთავარი პერსონაჟი დამამახსოვრდა, „ჭორფლებიანი“, მართლა მზესავით გოგო.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=5TxdfdCTqgw[/embedyt]

 

იმავე ლეგენდის თანახმად, ვისკის მაშინ „სიცოცხლის წყალი” უწოდეს. მგონი, ბერნარდ შოუმ უფრო „გაარტყა“. ასეა თუ ისე, მისი შექმნიდან დღემდე, ბევრი ლეგენდა და თქმულება გაჩნდა. დადასტურებულ, წერილობით დოკუმენტებში  „სიცოცხლის წყალი” პირველად 1556 წელს გაჩნდა, ლიცენზირებული ვისკი კი 1608 წელს გამოვიდა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=rb48Z2NHHzY[/embedyt]

 

მოკლედ, ასე გაჩნდა ევროპაში ვისკი. ერთ-ერთ ბლოგზე წავიკითხე, „ნამდვილი ვისკი მხოლოდ შოტლანდიურია ან ირლანდიური და ეს ორი უძველესი სახეობა ისევე განსხვავდება ამერიკული ბურბონის, ან  კანადური და იაპონური ვისკებისგან, როგორც ჰომეროსის „ოდისეა“ ჯოისის „ულისესგანო“.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=xlrtPtxIB5k[/embedyt]

 

არ ვიცი ეს გემოვნების საკითხია თუ ჭეშმარიტება, მაგრამ ამას ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეისთვის ხელი არ შეუშლია ვისკის დიდი „მოტრფიალე“ ყოფილიყო, პარიზის ერთ-ერთ, „ამოჩემებულ“ სასტუმროში დილიდან საღამომდე მჯდარიყო და ვისკი ესვა.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=h2caT4q4Nbs[/embedyt]

 

მართალია ლეგენდის მიხედვით, ვისკი საუკუნეების წინ გაჩნდა, მაგრამ მე ამერიკელი მწერლის ისტორიით გავიცანი. ბევრი წლის წინ სადღაც წავიკითხე და არ ვიცი, რომანტიზმმა მძლია თუ იმხანად ჰემინგუეით გატაცებამ, საღამოს უკვე „ჯონის” ვწრუპავდი.

მას მერე მართლა ბევრი წელი გავიდა, სამყარო შეიცვალა. ის კი არა, შოტლანდიაში ვისკიზე მომუშავე პირველი ავტომობილი „დაუტესტავთ“. კომპანია Celtic Renewables-ის ინფორმაციით, მანქანა ვისკის გადამუშავების შედეგად მიღებულ საწვავზე მუშაობს და ბაზარზე 2019 წლისთვის უნდა გამოჩნდეს.

ამას წინათ, „სფოთლაითზე“, Johnnie Walker-ის წარმომადგენლებს შევხდი. ღონისძიების მეგობრები არიან. ჩვენი, ჰემინგუეის, ვისკისა და ჩემი პირველი „შეხვედრა“ გამახსენა. მათაც მოვუყევი. კი, ვიცინეთ. ზუსტად მაშინდელივით ვწრუპავდი იმ საღამოსაც „თხევად მზეს“. მართლა რამდენი დრო გასულა.

პ.ს. ჰემინგუეი მხოლოდ ევროპულ ვისკის სვამდა.

როგორი იქნება ქუთაისის გაორმაგებული აეროპორტი – ვიზუალები ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანიისგან

GM Tuning აზარტშია! მცირე ბიუჯეტით შექმნილი ქართული, გამომწვევი ვიდეორგოლი