როგორ შეიცვლება სამუშაო გარემო მაშინ, როცა სულ უფრო მეტ დროს კომპიუტერებთან საუბარში გავატარებთ? ცოტა ხნის წინ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი მიმდინარებს ისეთი აპების მზარდ პოპულარობაზე, როგორიცაა Wispr, განსაკუთრებით ახლა, როცა მათი დაკავშირება უკვე ე.წ. vibe coding-ის ინსტრუმენტებთანაც შესაძლებელია. ცნობილი გამოცემა იმაზეც საუბრობს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ოფისის კულტურასა და ეტიკეტზე.
ერთ-ერთმა ინვესტორმა ისიც აღნიშნა, რომ თანამედროვე სტარტაპების ოფისებში შესვლა უკვე ძვირადღირებულ ქოლცენტრში მოხვედრას ჰგავს. სხვებიც ამბობენ, რომ მომავალში ოფისები „უფრო გაყიდვების დეპარტამენტს დაემსგავსება“, რადგან დღეის მონაცემებით, მხოლოდ მაშინ წერენ ტექსტს ხელით, როცა ეს ნამდვილად აუცილებელია. დანარჩენ დროს კი კომპიუტერთან „ლაპარაკში” ატარებენ.
მსგავს გამოცდილებაზე საუბრობენ AI სფეროს სხვა მეწარმეებიც.
Wispr-მა თავისი პირველი აპლიკაცია 2025 წელს მხოლოდ iOS-ისთვის გამოუშვა, ხოლო 2026 წლის თებერვალში უკვე ანდროიდვერსიაც გამოვიდა. გარდა იმისა, რომ ამ აპლიკაციას კარნახის ფუქნცია აქვს, ფილტრავს სიტყვებს და აფორმებს ტექსტს აპლიკაციის კონტექსტისა და სალაპარაკო შინაარსის მიხედვით. აპლიკაციას შეუძლია თარგმანის მხარდაჭერა 100-ზე მეტ ენაზე და სხვა აპლიკაციებთან შეთავსებით მუშაობა.
თავად აპლიკაცია Wispr-ის დამფუძნებელი ტანაი კოთარი მიიჩნევს, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივად მოგვეჩვენება – ზუსტად ისე, როგორც დღეს ნორმალურად მიგვაჩნია საათობით ტელეფონის ეკრანის ყურება და სქროლვა.













