“სიზუსტე, რომელსაც ვენდობი” ”ვისოლის” ახალი სარეკლამო გზავნილია.
კამპანია ქსელში ავტომატიზაციის ახალი სისტემის დანერგვის შესახებ მომხმარებლების ინფორმირებისთვის დაიწყო.
საწვავის სიზუსტეზე აქცენტი კამპანიის ძირითადი ნაწილია. ქართულ ბაზარზე საწვავის სიზუსტესთან დაკავშირებით ხშირად მომხმარებელთა პრეტენზიები ისმის. თუმცა, ”ვისოლში” ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი არა ამ მიზნით, არამედ, ტექნოლოგიური სიახლის გასაცნობად გადადგეს.
ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ახალი სარეკლამო კლიპის ძირითადი გზავნილი არის ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლის შესახებ, რომელიც კომპანიამ საკუთარ ქსელში დანერგა. სამუშაო ჯგუფი ავტომატიზაციის სისტემის მთელს ქსელში დასანერგად 2009 წელს შეიქმნა, 2011 წელს კი პირველი ავტოგასამართი სადგური ჩაერთო სისტემაში. სრული ქსელის ჩართვა სისტემაში ბოლო პერიოდში მოხდა და ამიტომაც მზადაა ტექნოლოგიური სიახლის ფართო მასებისთვის გასაცნობად.
პირველად საქართველოში „ვისოლმა“ დანერგა საწვავის მიწოდების უახლესი ტექნოლოგია, რომელიც საწვავის ხარისხის კონტროლის და 100% სიზუსტით მიწოდების დამატებითი გარანტიაა.
შესაბამისად, რადგან უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავის უმაღლესი ხარისხის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია ის, რომ მძღოლს გაატარებს ზუსტად იმ მანძილს, რაც სტანდარტითაა განსაზღვრული და საწვავის მიწოდების სიზუსტის განმსაზღვრელიც ზუსტად იგივე ფაქტორია.
„სიზუსტე, რომელსაც ვენდობი“ არის ყველაზე ზუსტი გზავნილი. თან კამპანიის დაწყების დრო დავამთხვიეთ მოგზაურობის საზაფხულო პერიოდს, როცა შორი მანძილების გავლა წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტით თუ საწვავით ყველაზე აქტუალურია” -ამბობენ ”ვისოლში”. მათივე თქმით, „სიზუსტე, რომელსაც ვენდობი“ არის გაგრძელება კამპანიისა „ხარისხი, რომელსაც ვენდობი“ და ის ბრენდის სლოგანად იქცა.
”გალფის” მარკეტინგის მენეჯერი კახა კირთაძე ამბობს,რომ მათ კომპანიაში ავტომატიზაციის ტექნოლოგიის დანერგვა, ანუ, როცა ავტომატიზირებულია პროცესი ბენზისნგასამართსადგურზე და მისი გაკონტროლება ოფისიდანაა შესაძლებელი, ჯერ კიდევ , ორი წლის წინ მოხდა. მისი თქმით, კომუნიკაციის დროს აქცენტი საწვავის სიზუსტეზე სწორედ მაშინ გააკეთეს.
”დღეს ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. რადგან პროცესი დასრულდა და, ამ მხრივ, ინფორმაციის მიწოდებაც აღარ არის საჭირო. მაშინ, როდესაც სარეკალმო კამპანიით აქცენტი სიზუსტეზე გავაკეთეთ, ახალი ტექნოლოგიური სიახლის შესახებ ცნობის გავრცელებას ისახავდა მიზნად. თუმცა, მაშინაც იქნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სიზუსტესთან დაკავშირებული პრობლემა ექნებოდათ და მათთვისაც იქნებოდა გარკვეულწილად ეს გზავნილი”.
კახა კირთაძის თქმით, მას შემდეგ მხოლოდ ორი შემთხვევა ახსენდება, როდესაც მომხმარებლებს მათ ქსელში საწვავის სიზუსტის პრობლემა შეექმნა. ამბობს, რომ ეს შემთხვევებიც კონკრეტულ ოპერატორებთან იყო კავშირში და ახალი ავტომატიზაციის სისტემით ”შეუძლებელია” კომპანიამ საწვავი მოიპაროს”.