Wissol-ისა და Smart-ის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი სალომე გველესიანი გახდა. ახალ პოზიციამდე ის აგროჰაბის მარკეტინგის დირექტორი იყო. მანამდე კი, სალომე გველესიანი რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის PR-სა და მარკეტინგს ხელმძღვანელობდა. ის არის ახალგაზრდული ბრენდის Reckless დამფუძნებელი, რომლის შექმნაზე ახალი სამსახურის პარალელურად, კვლავაც განაგრძობს მუშაობას.
სალომე გველესიანი: “რითეილიდან შორს არ წავსულვარ, რადგან სმარტი ახალი ფორმატის მაღაზია/კაფეებს ხსნის და ე.წ. convenience store-ების მიმართულებას ავითარებს. სწორედ ამიტომ, ჩემი გამოცდილება საინტერესო იქნება. წლების განმავლობაში, ვიმუშავე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მარკეტინგის მენეჯერად და ეს ორი პრაქტიკა კარგად შეიკრა ვისოლი/სმარტის შემთხვევაში.
რაც შეეხება მოლოდინებს, რადგან კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ძალა და ახალი ხედვა შემოეტანა თავის გუნდში, ე.ი. ცვლილებებისა და საინტერესო პროექტებისთვისაც აქვს მზაობა და იმ იდეებს, რომელიც მოლაპარაკებების დროს გავაჟღერეთ, სისრულეში მოვიყვანთ.”