in

იგებს ორივე: ის, ვინც ასხამს და ვინც ასხამს – Wissol-ის გათამაშება დაბრუნდა!

Wissol-ის გათამაშება დაბრუნდა. „იგებს ორივე: ის, ვინც ასხამს და ვინც ასხამს”.
2023 წლის გათამაშება ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. გამარჯვებულების ემოციური ვიდეოები მთელი გათამაშების განმავლობაში ვრცელდებოდა ინტერნეტსივრცეში. განსაკუთრებით ვისოლის თანამშრომლის, თორნიკე ნინიკაშვილის ვიდეო დაგვამახსოვრდა.

 
ვისოლმა გადაწყვიტა, ეს ემოციები კვლავ გაიმეოროს, სწორედ ამიტომ გათამაშება 2024 წელსაც დაისტარტა.

წელს კიდევ უფრო მეტი პრიზის მოგება შეუძლიათ, როგორც ვისოლის თანამშრომლებს, ასევე მომხმარებლებს. განსაკუთრებულ ინტერესს კი BMW X1 2024 იწვევს.

საჩუქრების სრული სია ასე გამოიყურება:

  • 6 ცალი – 2024 წლის BMW X1
  • 36 ცალი – IPHONE15 PRO
  • 20ცალი – 1000ლ საწვავის ვაუჩერი
  • 100ცალი – 200ლ საწვავის ვაუჩერი
  • 230ცალი – 100ლ საწვავის ვაუჩერი
  • 20 ცალი – ვინტოს 500-ლარიანი ვაუჩერი

იმისთვის, რომ ჩაერთოთ გათამაშებაში, გადმოიწერეთ აპლიკაცია, ჩაასხით მინიმუმ 50 ლარის საწვავი და არ დაგავიწყდეთ აპლიკაციაში არსებული QR კოდის გატარება. მოგების შემთხვევაში, პრიზი მომენტალურად გამოგიჩნდებათ აპლიკაციაში და SMS-ის სახითაც მიიღებთ ინფორმაციას.

ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ლოიალური მომხმარებლების, მეორე მხრივ კი, თანამშრომლების წახალისებაა.

[R]

Coca-Cola-მ კამპანია ფეხბურთის თურქ ქომაგებს მიუძღვნა

სიყვარულის და ოლიმპიური თამაშების სინთეზი — Welcome to the City of Love