10
Nov
2015

შვედებმა “იკეა”-სთან ერთად თამაში დაიწყეს.

10 Nov 2015

Elit Electronics


სტოკჰოლმის მეტროპოლიტენის მგზავრების ყურადღება “IKEA”-ს ინტერაქტიულმა გარე რეკლამამ მიიპყრო.

რეკლამა ახალი სათამაშოების ხაზის “LATTJO”-თვის გაკეთდა. კომპანიამ ციფრულ ბილბორდზე მაგიდაზე დაწყობილი დომინო განათავსა. როდესაც ადამიანი დომინოს კოჭს ეხებოდა ეკრანის სენსორები მუშაობას იწყებდნენ და ჯაჭვური რეაქციით ყველა კოჭი ეცემოდა. ინტერაქტიული დაფის იდეა “Futurniture”-ს ეკუთვნის ხოლო რეალიზება კომპანია “Stopp/Interactive”-მა განახორციელა.

განხილვა