არსებობს ასამდე ფერი, ხის ფაქტურა, მეტალი, ტყავი. არჩევანი განუსაზღვრელია და სწორედ ამიტომ ლუქს ავტომობილების ბრენდმა “Bentley”-მ არჩევანი მყიდველს მიანდო.
ბრენდმა შექმნა აპლიკაცია “Inspirator”, რომელიც მოხმარებლის ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე ავტომობილის ფერს, ფაქტურას და ყველა დეტალს განსაზღვრავს.
“Inspirator”-ი მყიდველს ვიდეორგოლებს აჩვენებს, სმარტფონის წინა კამერა მის ემოციებს აფიქსირებს, ამუშავებს და ხასიათის ამოცნობის შემდეგ ავტომობილის დიზაინს არჩევს.
აპლიკაცია “iPad” და “iPhone”-ისთვის შეიქმნა.
https://youtu.be/sNQglX_6tSA