ჩვენს პოლარიზებულ დროში არაერთი სტენოგრაფიული გამონათქვამი გაჩნდა, რომელიც ადამიანების კონკრეტული შეხედულებების თუ ქცევების მიხედვით აღწერას ემსახურება. მაგალითად, ავსტრალიელებს ასეთი ტერმინი აქვთ: Un-Australian და მას ისეთ ხალხზე იყენებენ, ვინც თავისი ქცევებით „არაავსტრალიურ“ ხასიათს ავლენს.
სწორედ ამ ნარატივს ეხება Australian Lamb-ის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ზოგადად ცნობილია თავისი იუმორისტული რეკლამებით. ასე აჯამებს კომპანია ერის მდგომარეობას — ახლა კი, წლევანდელი რეკლამით ქვეყნის ამჟამინდელ „ბრძოლას“ დასცინის, რომელიც საკუთარი თავის განსაზღვრისკენაა მიმართული. ვიდეოში ნაჩვენებია უსიცოცხლო უდაბნოში გაგზავნილი ყველა ბრალდებული, ე. წ. „არაავსტრალიური“ ქცევისთვის. თუმცა ამ გადასახლებაში ყოფნას მოულოდნელად გამოჩენილი ქაბაბი ამსუბუქებს.
The Monkeys-ის მიერ მომზადებული რეკლამა ზუსტად აღწერს, კულტურულ ასპექტს იმასთან დაკავშირებით, რომ ერების იდენტობა მუდმივ ევოლუციაშია. „ჩვენ დაბნეულობის ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ადამიანები თავიანთი იდენტობის განსაზღვრას ცდილობენ. თუმცა, როგორც ჩანს, იმის განსაზღვრა უფრო ადვილია, როგორი ქცევა არ შეესაბამება კონკრეტულ იდენტობას — ანუ, ამ შემთხვევაში, ავსტრალიელზე ადვილი არაავსტრალიელის დახასიათებაა“, — ამბობს სკოტ დეტრიკი, The Monkeys-ის კრეატიული დირექტორი.