Vibe coding სისწრაფით, სპონტანურობითა და შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩევა, თუმცა პატარა გამოწვევაც ახლავს თან — თუ ზედმეტად შეეხებით, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. Wix-ის უახლესი პლატფორმა Wix Harmony კი სწორედ ამ დისბალანსის მოგვარებას გვპირდება. სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის სრულფუნქციურ ვიზუალურ რედაქტორთან შერწყმას აპირებს, რომლის გამოყენებასაც საიტის გამოქვეყნების შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე შეძლებთ.
ახალი ფლაგმანური AI ვებგვერდის პლატფორმა ისეა შექმნილი, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცეს, თავიანთი ბიზნესისა თუ ვებგვერდის კონცეფცია გასაგებ ენაზე აღწერონ და შემდგომ შესაბამისი ვებგვერდი მიიღონ.
ამ გამოცდილებაში კი მთავარ როლს Aria ასრულებს, Wix-ის AI აგენტი, რომელიც მთლიან პროცესში აქტიურადაა ჩართული და პირველი დრაფტის შედგენის შემდეგ, არ უჩინარდება. Aria-ს ისეთ ამოცანებთან გამკლავება შეუძლია, როგორებიცაა კოსმეტიკური ცვლილებები, მათ შორის ფერის განახლებები და უფრო სტრუქტურული მოთხოვნები, იქნება ეს ჩარჩოების რედიზაინი თუ კომერციული ფუნქციონალობის დამატება. რაც მთავარია, Wix არიას პოზიციონირებას ახდენს, როგორც თანამშრომლის, რომელიც იაზრებს, როგორ შენდება საიტი და როგორ ზემოქმედებს ერთ ადგილზე განხორციელებული ცვლილებები დანარჩენზე.

თანაც, სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, გვპირება, რომ AI ცვლილებები უკვე წარმოებისთვის მზა იქნება და დამატებით პრობლემებს აღარ წარმოშობს.
„Wix Harmony-ით ახლა ნებისმიერს შეუძლია ლამაზი ვებგვერდის შექმნა მოთხოვნებისა და ბუნებრივი ენის გამოყენების საფუძველზე ისე, რომ ამას მასშტაბირება, უსაფრთხოება, სანდოობა თუ შესრულება არ შესწირონ“, — განმარტავს ავიშაი აბრაჰამი, Wix-ის CEO და თანადამფუძნებელი.

ამასთან, Wix Harmony აერთიანებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ჩაშენებული ხელსაწყოები კომერციისთვის, გადახდები, დაგეგმვა, SEO, ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და GDPR-თან თავსებადი კონფიდენციალურობის საკონტროლო ფუნქციები. მომხმარებლებს კი მათზე წვდომა ერთ სივრცეში შეეძლებათ.

რაც შეეხება Wix Harmony-ის ჩაშვებას, ინგლისურ ენაზე მომდევნო კვირებში იგეგმება, ხოლო Wix-ის ფართო ეკოსისტემაში ინტეგრირებას ცოტათი მოგვიანებით გვპირდებიან.












