in

მოდის ჩვენება ცაში და პარკური უდაბნოში

BOG
BOG

ვებ და მობაილსაიტების შექმნის პლატფორმა Wix.com-ისთვის ბრენდირებული კონტენტი – ვიდეოების სერია გადაიღეს – “Up for Anything“ –  სადაც თავი მოუყარეს ინფლუენსერებსა და ხელოვანებს, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან. თითოეულ ნამუშევარში ვიდეოს გმირებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ნიჭი უნიკალური გზით გამოავლინონ და შემდეგ თავიანთი Wix-ის გვერდებზე გააზიარონ.

პირველი სერია ეძღვნება „მოდის ჩვენებას ცაში“, სადაც ჩიკაგოელი დიზაინერი, ჯოშ ქერჩერი და იუთუბის ვარსკვლავი, ჯესი უელენსი მონაწილეობენ. ქერჩერის პრემიუმ ხაზის მამაკაცის ტანსაცმლით შემოსილი მოდელები და ავად უელენსიც თვითმფრინავიდან ხტებიან.

შემდეგი სერიის გმირი ექსტრაორდინალური DJ და სერფერი, სტივ აოკია, რომელსაც ვიდეოგრაფი ჰავაიდან – ამანდა ბიინენ კანტორი იღებს. დასრულებული პროდუქტი, ჯერჯერობით, არ გვაქვს, თუმცა პროცესის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ვიდეოგრაფი წყლის ქვეშაც იღებს აოკიას სერფინგისას.

ბოლო კოლაბორაცია 14 წლის ტრეისერის, ელის ბიკლისა და ასევე, ტრეისერ კალენ ჩენის უკავშირდება. ისინი მოჰავეს უდაბნოში ვარჯიშობენ და მათს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს დევინ სუპერტრემპი იღებს, ვიდეოგრაფის კომპანიიდან, რომელიც სათავგადასავლო-სპორტულ კლიპებს ქმნის.

თავს ნუ შეირცხვენ, შეეშვი პოლიეთილენის პარკებს!

Redberry: “აი, ზუსტად ასეთ ამბებს ვგულისხმობთ ციფრულ ტრანსფორმაციაში”