26
Aug
2019

WIX.com-ზე ლარში გადახდებს UniPAY უზრუნველყოფს

26 Aug 2019

საერთაშორისო პლატფორმა  WIX.com ქართული საგადახდო მომსახურების პროვაიდერ UniPAY-ის პარტნიორი გახდა – დღეიდან, unipay.com, მსოფლიოში პოპულარულ ვებგვერდებსა და „ონლაინ“ მაღაზიების შემქმნელ პლატფორმაზე გადახდებს ლარში, ოფიციალურად, დაამუშავებს.

 

 

„WIX ეს არის თანამედროვე გადაწყვეტილება ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში, რისი მეშვეობითაც მომენტალურად შეგიძლიათ, შექმნათ „ონლაინ“ მაღაზია ან ვებგვერდი და დაიწყოთ გაყიდვები. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, მარტივად ჩართონ გადახდების მიღება, UniPAY Checkout-ის მეშვეობით“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ მეთოდით შესაძლებელია გადახდების მიღება ელექტრონული საფულიდან, Visa, Mastercard და Amex ბარათებიდან.

„UniPAY წლებია წარმატებით ავითარებს ელექტრონულ კომერციას საქართველოში. ჩვენ შევძელით, მოგვეზიდა ინტერესი მსოფლიოში წამყვანი ელ. კომერციის პლატფორმიდან, ხელმისაწვდომი გავხადეთ ქართული ლარი WIX.comზე, რაც ადგილობრივ ბიზნესს საშუალებას მისცემს, მარტივად დაიწყოს  „ონლაინ“ გაყიდვები. ვფქირობთ, WIX პლატფორმის გახსნა ადგილობრივი ბაზრისთვის, ხელს შეუწყობს „ონლაინ“ ვაჭრობის განვითარებას როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესისთვის“, – განაცხადა UniPAY-ის დამფუძნებელმა კობა ქურდაძემ.

მისივე თქმით, „ონლაინ“ მაღაზია აუცილებელია ნებისმიერი ზომის ბიზნესისათვის, არ აქვს მნიშვნელობა პროდუქციას ყიდის, თუ – სერვისს.

„ბიზნესმა უნდა იზრუნოს, მაქსიმალურად მარტივად მიაწოდოს თავისი პროდუქცია მომხმარებელს. WIX.com სწორედ ამ პროცესს უზრუნველყოფს და, უამრავი მზა შაბლონის გამოყენებით, შეგიძლიათ, ხელმისაწვდომი გახადოთ თქვენი პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე“.

როგორც UniPAY-ის წარმომადგენლები ამბობენ, მათ შეუძლიათ სრული კონსულტაცია გაუწიონ „ონლაინ“ გაყიდვების დაწყების მსურველ კომპანიებს: დაეხმარონ პლატფორმის სწორად შერჩევაში, სასურველი დომენის დარეგისტრირებაში, მიაწოდონ დეტალური  ინფორმაცია ფინანსური დანახარჯის ან ტრანსპორტირების პროცესის შესახებ.

[R]

განხილვა