7
Feb
2017

თავგადასავლები, ჯეისონ სტეტჰემთან და გალ გადოტთან ერთად, გრძელდება

7 Feb 2017

კობი
კობი


Wix.com-ის წინა ვიდეორგოლში უკვე ვივახშმეთ ჯეისონ სტეტჰემთან და გალ გადოტთან ერთად, თანაც საკმაოდ არაორდინალურად. თუმცა, თავგადასავლები და “სიგიჟეები” ამით არ დასრულებულა, ბრენდმა კიდევ ერთი სარეკლამო რგოლი გამოუშვა კვლავ ჯეისონისა და გალის მონაწილეობით. ამჯერად, წყვილმა იმ ახალგაზრდა შეფმზარეულის ფურგონი გაიტაცა, რომელიც Wix.com–ის საიტის საშუალებით, საკუთარი ბიზნესის აწყობას ცდილობს.

 

სარეკლამო რგოლი კი არა, ნამდვილი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის კადრებია: მანქანებით რბოლა, მდევრებისგან თავის დაღწევა, ბოლოს კი კულმინაციური მომენტი – მანქანით ხიდიდან გადახტომა. უნდა ვაღიაროთ, თუ საიტიც ისეთივე ეფექტურია, როგორიც მისი ვიდეორგოლები, მაშინ მომხმარებელს ნამდვილად გაუმართლა, მათი ბიზნესი კარგ ხელშია.

განხილვა