in

Wix – მარტივი ვებგვერდების მრავალმილიონიანი პლატფორმა

Wix.com – უკვე მრავალი წელია, უამრავმა ადამიანმა იცის, რომ მარტივი ვებგვერდის შესაქმნელად ეს პლატფორმა შეუძლია გამოიყენოს. Wix ამისათვის მარტივ და მრავალფეროვან ფუნქციონალს სთავაზობს მომხმარებლებს. 2023 წელი Wix-მა კარგი შედეგებით დაასრულა – 13%-იანი ზრდა და $1.73 მილიარდზე მეტ შემოსავალს ელიან 2024-ში. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას ამზადებთ, ჩვენ Wix.com-ზე მოგიყვებით.

Wix-ის შექმნის ისტორია 2006 წელს იწყება თელ-ავივის სანაპიროზე, ისრაელში. სამი მეგობარი, ავიშაი აბრაჰამი, ნადავ აბრაჰამი და გიორა კაპლანი სულ სხვა სტარტაპიდეაზე მუშაობდნენ და ვებსაიტი ესაჭიროებოდათ მის საჩვენებლად. თუმცა როდესაც გაიგეს, რამდენად რთული პროცესია ვებგვერდის შექმნა, რასაც პროგრამირებისა და დიზაინის ცოდნა სჭირდება, გადაწყვიტეს ეს პრობლემა მოეგვარებინათ. შექმნეს პლატფორმა, რომელიც ნებისმიერს აძლევს საშუალებას შექმნას ვებსაიტი, მიუხედავად მათი ტექნიკური ცოდნისა.

დაარსებიდან 1 წელში, Wix ღია ბეტა ფაზაში შევიდა. შემდეგ, Flash რედაქტორიც გამოუშვა. 2009 წელს, პირველ მილიონ მომხმარებელს მიაღწია. 2010 წელს, მოიპოვა 10 მილიონდოლარიანი დაფინანსება. მალევე, მომხმარებელთა რიცხვი 8.5 მილიონამდე გაზარდა. 2012 წლიდან კი გაუშვა აპლიკაციების მარკეტფლეისი რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ Wix-ის ტექნოლოგიით შექმნილი აპლიკაციები.

Wix-ის წარმატების გასაღები მის ინტუიციურ ინტერფეისშია. კოდირების გარეშე, მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ აირჩიონ წინასწარ შემუშავებული შაბლონების დიდი ბიბლიოთეკა. Wix გთავაზობთ უამრავ შაბლონს სხვადასხვა თემატიკის მიმართულებით. ასე რომ, მარტივად შეგიძლიათ იპოვოთ ის, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და სტილს. მისი დახმარებით მარტივად დააკონფიგურირებთ თქვენს ვებგვერდს. გადააადგილებთ და წაშლით ისეთ დეტალებს, როგორიცაა ტექსტი, სურათები, ვიდეო და ცხრილები.

პლატფორმა გაძლევთ წვდომას ჩაშენებულ მახასიათებლებზე. Wix გთავაზობთ უამრავ ფუნქციონალს, როგორიცაა SEO ინსტრუმენტები, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები და მარკეტინგის ინსტრუმენტები, ყველა ერთსა და იმავე პლატფორმაში.
ის მოსახერხებელია მობილურით სარგებლობისასაც. Wix ვებსაიტები ავტომატურად მორგებულია მობილურ მოწყობილობებზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი კონტენტი მშვენივრად გამოიყურება ნებისმიერ ეკრანზე.

წელს, Wix მეტად კონცენტრირდება AI-ზე. პლატფორმა ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზებისთვის და მეტად კონცენტრირდება მობილურ გამოცდილებაზე.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

„ხუთშაბათის შეხვედრები“ ქუთაისში — იმერეთი, როგორც მიზიდულობის ცენტრი

ოქსფორდის უნივერსიტეტის ტრენერები საქართველოში ორდღიან სემინარს – Personal Growth & Leadership, გამართავენ, ბრიტანული უნივერსიტეტის სპეციალური მოწვევით