in

Wix Studio ვებდიზაინის 10 ტრენდს გვიზიარებს

მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა დღეს დიდ გამოწვევას ჰგავს… ასეა ვებგვერდების შემთხვევაშიც, თუმცა Wix Studio-მ გადაწყვიტა, საქმე გაგვიმარტივოს და 2024 წლის ციფრული ლანდშაფტის ვებდიზაინის ტრენდები გაგვაცნოს. თუ მათ დავუჯერებთ, მაქსიმალიზმი კვლავ წამყვანია. ამგვარად, მკვეთრ ფერებზე, ურთიერთსაწინააღმდეგო ნიმუშებზე და ვიზუალურ ელემენტებზე იფიქრეთ. აქცენტი ნოსტალგიებზეც კეთდება, ვებგვერდებით, რომლებიც ძველ დღეებს მიაგებს პატივს. შესაბამისად, ტრადიციული ვებელემენტები Y2K ეპოქის ესთეტიკას ერწყმის… ახლა კი თითოეული ტრენდი დეტალურად განვიხილოთ:

BOG
BOG

1. Hyperreality

2024 წელს დიზაინერებს მოუწევთ, რეალობასა და სიმულაციას შორის ზღვარი წაშალონ, შექმნან გამოცდილებები, რომლებიც რეალობაზე რეალურია. შეუძლიათ, სიურრეალისტური ანიმაციები და ვიდეოელემენტებიც გამოიყენონ.

2. A Human Touch

მომხმარებლებს უნდა აგრძნობინოთ, რომ ტექნოლოგიებით სავსე სამყაროში ადამიანური ელემენტები კვლავ მნიშვნელოვანია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ დიზაინში ხელით შექმნილ ილუსტრაციებსა და სკრიპტებს დაამატებთ.

3. Elevated Brutalism

მართალია, ეს სტილი ბოლო წლებია საკმაოდ აქტუალურია, თუმცა 2024 წელი ამ კუთხით კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ბრუტალიზმის მინიმალისტური პრინციპების დახვეწილ ესთეტიკასთან შერწყმას გვირჩევენ. ფერთა პალიტრა შეზღუდულია, ტიპოგრაფიის ზომები კი გაზრდილი.

4. Interactive Whimsy

აქ უკვე ანიმაციები და თამამი შრიფტები დაგჭირდებათ მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად, რაღაც ისეთი უნდა შესთავაზოთ, რაც ყოველდღიური სტრესული ცხოვრებიდან განტვირთვის საშუალებას მისცემს მათ. 

5. Digital Sustainability

ეკომეგობრული და ყველა ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არჩევანი უნდა გააკეთოთ. ენერგოეფექტური შრიფტები უნდა გამოიყენოთ, რათა HTTP მოთხოვნების რიცხვი შეამციროთ და ჩატვირთვის დროც გააუმჯობესოთ. ეს ენერგიის მოხმარებას შეამცირებს. უფრო მუქ ფერებსაც უნდა მიმართოთ, რადგან OLED ეკრანები ასე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს…


6. Maximalism

თამამი ტიპოგრაფია, მკვეთრი ფერები და გადატვირთული ვიზუალია ის, რაც დღეს ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ.


7. Heritage Revivalism

აი, აქ კი ძველებური ელემენტების შემოტანას გვირჩევენ, მე-17 და მე-18 საუკუნის ბაროკოსა და როკოკოს ხელოვნების დაბრუნებისკენ გვიბიძგებენ. ამგვარად, დიზაინში ისტორიულად მდიდრული ესთეტიკა უნდა ასახოთ. კლასიკურ შრიფტებად კი Garamond-სა და Caslon-ს გვირჩევენ.


8. ’80s Excess

ეცადეთ, ნოსტალგიებიც გააღვიძოთ. ამაში ბეჭდური მედიის ელემენტები გამოგადგებათ რეტრო ფოტოგრაფიით, მონოქრომული გრადიენტებითა და სტრუქტურებით.

9. Dial-up Design

აქაც ნოსტალგიების გაღვიძება სურთ, ოღონდ ინტერნეტის პირველი დღეებისადმი, რითაც ფიქრობენ, რომ ძველ და ახალ მომხმარებლებს თანაბრად დააინტერესებენ. აქ პიქსელურ შრიფტებს გვირჩევენ, იქნება ეს Press Start 2P თუ Neue Pixel Grotesk. სურთ, ნათელი და ნეონური ფერები გამოვიყენოთ კონტრასტული ფონებით, მაგალითად შავი და მწვანე, ლურჯი და ვარდისფერი. კარგი იქნება, თუ საიტზე მომხმარებლებს ძველებურ ღილაკებსა და სხვა ელემენტებსაც დაახვედრებთ.

10. Retrofuture Femme

დაბოლოს, დიზაინში იაპონური საყვარელი ესთეტიკაც უნდა ასახოთ, ბრჭყვიალა და ფემინური სტილია, რომელიც გულებით, ბანტებითა და პეპლებითაა სავსე. შესაბამისად, აქ პიტნისფერი მწვანე ფერის, ვარდისფერისა და ღია ლავანდისფერის გამოყენებას გვირჩევენ, რომელთაც, ფუტურისტული შეგრძნებისთვის, შეგიძლიათ, ვერცხლისფერი და მოვარდისფრო ოქროსფერიც დაუმატოთ. 

გამოცადე სელფის მოზღვავებული 5G ინტერნეტი უკვე ბათუმშიც

ბაზისბანკი ახალი თეატრის საერთაშორისო პროექტების წარმდგენია