in

WIZER-ის საახალწლო პასუხისმგებლობა

ახალი წელი ყველასთვის სიხარულთან, ოჯახთან, მეგობრებთან, მხიარულ ხმაურთან და სუფრასთან ასოცირდება; მაგრამ, ხშირად, ეს დღესასწაული, ჩვენს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას გვახსენებს — საკუთარი და სხვების უსაფრთხოებაზე ზრუნვას და გაფრთხილებას. ერთი არასწორი გადაწყვეტილება, ერთი ზედმეტი ჭიქა, გზა, რომელიც აღარ მთავრდება, და თითქმის ყოველთვის მიზეზი ერთი და იგივეა: ნასვამი საჭესთან.

ყველამ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, როცა ნასვამი საჭესთან ვჯდებით. უბრალოდ, ხანდახან გვჭირდება ვინმემ შეგვახსენოს — მშვიდად, მეგობრულად, ადამიანურად.

ვაიზერმა რებრენდინგის დროს მოგვიწოდა მეტი გამბედაობით ცხოვრებისკენ. მაშინ, როცა ვაიზერი მზად არის დააზღვიოს ყველაფერი, ჩვენ ზედმეტად არ დავაზღვიოთ ჩვენი სურვილები. ამის პასუხად, ვაიზერმა ახალი პროდუქტიც შემოგვთავაზა — ავტოდაზღვევა, რომელიც ანაზღაურებს ყველაფერს გამონაკლისების გარეშე, თუმცა 1 მთავარი გამონაკლისით — არასდროს, არასდროს, არასდროს დაჯდე საჭესთან ნასვამი!

ვაიზერი მოუწოდებს მძღოლებს, ახალი წლის ღამიდან (31 დეკემბრიდან) 2 იანვრამდე, საერთოდ არ დაძრან მანქანა. ვინც ამ გადაწყვეტილების გაიზიარებს, ორი თვის სადაზღვევო პრემიას საჩუქრად მიიღებს. მაგრამ მთავარი აქ არც პრემიაა და არც ბონუსი. ზოგჯერ პასუხისმგებლობა ძალიან მარტივი არჩევანია: მანქანის გასაღების გადადება, ტაქსის გამოძახება, დარჩენა იქ, სადაც ხარ. სიცოცხლე ამაზე ბევრად მეტს ღირს.

სადაზღვევო კომპანია ვაიზერის” ინიციატივა, ახალი წელი უნდა დაიწყოს ისე, რომ ყველა სახლში მშვიდობით მივიდეს. და თუ ერთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოს, ალბათ ღირს გაზიარებად.

WIZER — „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ არასდროს! არასდროს! დაჯდე საჭესთან ნასვამი!

#ზოგჯერპასუხისმგებლობაძალიანმარტივიარჩევანია

#გადადემანქანისგასაღები

#არასდროსარასდროსდაჯდესაჭესთანნასვამი

 

[პარტნიორის კონტენტი]

სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი

გვჭირდება თუ არა ხელოვნური ვიტამინების მიღება