in

Wizz Air ევროპის 12 ქალაქში პირდაპირ ფრენებს ამატებს 

კომპანია Wizz Air, ევროპის მიმართულებით, 12 ავიარეისს ამატებს. ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები დაინიშნა ქალაქებში: ბადენ-ბადენი, ნიურნბერგი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, (გერმანია); ვენეცია, ნეაპოლი, პიზა (იტალია); ნიცა (საფრანგეთი); პოზნანი (პოლონეთი); სტოკჰოლმი (შვედეთი); ტურკუ (ფინეთი); ჰერაკლიონი (საბერძნეთი).

BOG
BOG

შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Wizz Air-ის ერთ-ერთმა დირექტორმა ანდრაშ სებოკმა მოაწერეს.

„ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz Air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის, თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი, 2019 წლის ბოლოდან, რეგულარულ ფრენებს ბადენ-ბადენის, ვენეციის, ნეაპოლის, პიზას, პოზნანის, ფრანკფურტისა და ჰამბურგის მიმართულებით შეასრულებს. 2020 წლის ზაფხულიდან კი, მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდი, 5 ახალი მიმართულებით – ნიცა, ნიურნბერგი, სტოკჰოლმი, ტურკუ, ჰერაკლიონი – იფრენს. ეს საქართველოდან ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის პირველი პრეცედენტი იქნება.

„ხელი მოვაწერეთ ავიაკომპანია ვიზეარის 12 ახალი მიმართულებების დაწყებას. ასევე ვზრდით სიხშირეებს შემდეგი მიმართულებებით: რომი, მილანი, პრაღა, ათენი, ლარნაკა. 2019 წელს გვექნება 34 ევროკავშირის მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 4 საჰაერო ხომალდი. 2020 წელს გვექნება 40 ევროკავშირის მიმართულება და ქუთაისში ბაზირებული 5 საჰაერო ხომალდი“, – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში მისი პირველი ბაზა გაიხსნა. 2018 წელს კომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % ( 587,643 მგზავრი) გადაიყვანა.

BK Construction-მა “კონსტრუქტ2-ის” პირველი გამოშვების მიღების ცერემონია გამართა

Adidas-მა გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუფორმა