in

“W+K”-მ გადაყრილი ნაძვის ხეებისგან მისალოცი ბარათები დაამზადა!

BOG
BOG

“W+K”-ის ლონდონის განყოფილებამ საშობაოდ ორიგინალური მისალოცი ბარათები გააკეთა. უფრო სწორად, ორიგინალურ ხერხს მიმართა და მისალოცი ბარათები გადამუშავებული ნაძვის ხეებისგან დაამზადა.

ყველაფერი კი ასე მოხდა: 2014 წლის იანვარს “W+K”-ის მიერ დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ლონდონის ქუჩები მოიარა და გადაყრილი ნაძვის ხეები შეაგროვა. შეგროვილი ხეები ისტორიულ გადასამუშავებელ ქარხანაში “Frogmore Paper Mill”-ში გააგზავნეს.

გადამუშავების შედეგად მიღებულ ქაღალდზე სააგენტომ ნაძვის ხის ფორმის სიმბოლო (გადამუშავების კოდი)  დასვა და ადრესატებს გაუგზავნა.

საახალწლოდ Wieden+Kennedy London-ის ოფისი, რომელიც Hanbury Street-ზე მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა მარკეტად გადააკეთეს. შემოსული თანხა ხეების ნერგებს მოხმარდება.

თათარსტანის ბრენდინგი დასრულებულია “თათარსტანის მემკვიდრეობა”

ქართველი დიზაინერი – Wer Michèlle-ის ბალიშები უკვე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ხელმისაწვდომია !