in

მეცნიერებმა წყალმცენარეები კომპიუტერის დასამუხტად გამოიყენეს

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა წყალმცენარეების დახმარებით შექმნილი სისტემა Arm Cortex M0+-ის მიკროპროცესორის გასაძლიერებლად გამოიყენეს და მას ერთი წლის მანძილზე უწყვეტად ამუშავებდნენ. სისტემა AA ბატარეის ზომისაა და იგი ლურჯი და მწვანე ფერის წყალმცენარეების არატოქსიკურ სახეობას, სინექოცისტებს, შეიცავს. 

საინტერესოა ისიც, რომ იგი ენერგიას მზისგან ბუნებრივად, ფოტოსინთეზის საშუალებით, იღებს. „ჩვენი ფოტოსინთეზური მოწყობილობა ისე არ მუშაობს, როგორც ბატარეა, ის მუდმივად იყენებს სინათლეს, როგორც ენერგიის წყაროს“, — განმარტავს კრისტოფერ ჰოუი, პროფესორი. 

პროცესი უფრო კონკრეტულად რომ აღვწეროთ, ფოტოსინთეზის მიერ მიღებული ელექტრული მუხტი ალუმინის ელექტროდთან ურთიერთქმედებს, რაც შემდგომში მიკროპროცესორის გასაძლიერებლად გამოიყენება.

„ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ სისტემამ, რადგან იგი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ვფიქრობდით, რომ ის რამდენიმე კვირაში გაჩერდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა“, — აცხადებს პაოლო ბომბელი, მეცნიერი.

სისტემა კი ჩვეულებრივი, იაფიანი და გადამუშავებადი მასალებისგან დამზადდა. სწორედ ამიტომ, თვლიან, რომ მის წარმოებასა და გამოყენებას მცირე მოწყობილობებისთვისაც შეძლებენ. აქ ნივთების ინტერნეტიც იგულისხმება — ელექტრონული მოწყობილობების ფართო და მზარდი ქსელი, რომლის შემადგენელი კომპონენტები მცირე ენერგიას მოითხოვს, რათა რეალურ დროში, ინტერნეტის დახმარებით არსებული მონაცემები შეაგროვოს. ამის მაგალითად კი ჭკვიანი საათები შეგვიძლია ჩავთვალოთ.

რაც შეეხება დიზაინს, იგი კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კომპანია Arm-თან თანამშრომლობით შექმნეს. 

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

#Bank of Georgia Update: რას ამარტივებს ბიზნესისთვის გადახდების მართვის პლატფორმა?