როგორც ამბობენ, წყალმცენარეებს ადამიანებზე მაგიური გავლენა აქვს — კანს აჯანსაღებს, ამინომჟავებს გამოიმუშავებს და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებსაც შეიცავს. ამას გარდა, ისინი, შესაძლოა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გაიზარდოს, რათა დიდი რაოდენობით CO2 შთანთქას და ფოტოსინთეზის გზით იგი ბიომასად ან ჟანგბადად გადააქციოს. სწორედ ამიტომ, Brilliant Planet, განახლებადი ენერგიის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია, 30 000 კვადრატულ მეტრზე მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალმცენარეების აუზს აკეთებს.
იმისათვის, რომ წყალმცენარეების გაზრდა არა სეზონურად, არამედ უკვე მთელი წლის მანძილზე შესძლებოდათ, კომპანიამ სპეციალური ტექნიკაც შეიმუშავა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ Brilliant Planet მთლიანად ბუნებრივ რესურსებზეა დაფუძნებული.
„სხვა წყალმცენარეების აუზისგან განვსხვავდებით, არ ვიყენებთ ხელოვნურ მილებსა და ხელოვნურ ზღვის წყალს, ჩვენ ვიყენებთ ბუნებრივ საკვებ ნივთიერებებს, ზღვის წყალსა და CO2-ს, რაც ადგილობრივ ეკოსისტემასაც აუმჯობესებს“, — აცხადებენ კომპანიაში.
ამ საკითხზე ზრუნვა კი კომპანიამ ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო — მათ სამხრეთ აფრიკაში სამ კვადრატულ მეტრზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, დღეს კი მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალმცენარეების აუზის ავტორებად იქცნენ.