წლის საუკეთესო ასტრონომიული ფოტოები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი სამყაროს უკიდეგანო მშვენიერებაში. მსოფლიოს მასშტაბით არსებული ფოტოგრაფები გასაოცარ კადრებს გვთავაზობენ – დაწყებული ნისლეულებით, დამთავრებული კომეტის ვარდნით.
სტატიაში გრინვიჩის მე-13 ყოველწლიური კონკურსის რამდენიმე ფინალისტის ფოტოა მოცემული. კონკურსში მონაწილეობა 4500-ზე მეტმა ნამუშევარმა მიიღო, საბოლოო გამარჯვებულების 12 კატეგორიაში გამოვლენას კი უკვე 2021 წლის 16 სექტემბერს უნდა ველოდეთ.








