Hospital de Cancer de Barretos, ბრაზილიაში არსებული, ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფოა, რომლის განახლებაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. შენობასთან ერთად, შეიცვალა სახელწოდებაც, ახლა მას უკვე Hospital de Amor ჰქვია. განახლების შემდეგ, საავადმყოფომ საზოგადოებას სააგენტო WMcCann-თან თანამშრომლობით მომზადებული ანიმაციური სარეკლამო ვიდეორგოლი წარმოუდგინა. ემოციური ვიდეო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა ძალა აქვს სიყვარულს და როგორ ეხმარება ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა მსგავსი დაავადებების მქონე წარმოუდგენლად ბრძოლისუნარიან პატარებს.