in

საშა კაცმანი World Marketing Summit 2023-ის სპიკერია

6-7 ნოემბერს World Marketing Summit (WMS) 2023 გაიმართება. ესაა მასშტაბური საერთაშორისო მარკეტინგული ღონისძიება, რომელიც ციფრულ სივრცეში თავს უყრის 100-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე სპიკერს. წელს, გამომსვლელებს შორის ვიხილავთ საშა კაცმანსაც, კომპანია Katsman & Friends-ის მმართველ პარტნიორს. საერთასორისო აუდიტორიას ის თავის გამოცდილებას გაუზიარებს. საშა კაცმანი არის ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის სკოლის მაგისტრი. მას აქვს დიდ კომპანიებთან თანამშრომლობის გრძელვადიანი გამოცდილება. ის მუშაობდა საკომუნიკაციო ინდუსტრიის ტრანსფორმაციის, ტრადიციული მარკეტინგის, ლიდერული აზროვნებისა და ორგანიზაციული კულტურის მიმართულებით. 2019 წელს, საშა კაცმანმა მრავალპროფილური საკონსულაციო პლატფორმა Katsman & Friends დააარსა და Essentials of Modern Marketing: Georgian Edition-ის მრჩეველთა საბჭოს წევრადაც გვევლინება.

World Marketing Summit-ზე, ასევე, იქნებიან წარმოდგენილები ცნობილი სპიკერები: მაგალითად, დევიდ ააკერი, რომელსაც თანამედროვე ბრენდინგის მამად მოიხსენიებენ; მარშალ გოლდსმიტი – საერთაშორისო ქოუჩი; პროფესორი დევიდ რეიბშტეინი, უორტონის ბიზნესსკოლიდან და ვაშინგტონ ოლივეტო – საკულტო ფიგურა სარეკლამო ინდუსტრიაში და კანის ლომების ფესტივალის 50 ჯილდოს მფლობელი.

Kolter Impact-ს ინიციატივით, ყველა ქართველ სტუდენტს, ღონისძიებაზე დასწრება უფასოდ შეეძლება.

„შენ თუ წვალობ, მკითხველიც იწვალებს” – ქართველი ქოფირაითერები შემოქმედებითი წერის შესახებ

SpaceOS ციფრული სამუშაო სივრცის ახალ კონცეფციას გთავაზობთ