in

Wolt უკვე 24/7-ზე მუშაობს!

„ვოლტის“ მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. აპლიკაცია, მომხმარებლებს, მარტის დასაწყისიდან, საშუალებას აძლევს, მარტივად შეუკვეთონ სასურველი საკვები თუ პროდუქტი, კვირის ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საათზე და მიიღონ ის ყველაზე სწრაფად ქალაქში.

Wolt-ზე საკვების გარდა, შესაძლებელია როგორც სუპერმარკეტებიდან პროდუქციის შეკვეთა, ისე აფთიაქებიდან საჭირო მედიკამენტებისა თუ თავის მოვლის საშუალებების ადგილზე მიღება.

ღამის საათებში ღია ობიექტებს, მომხმარებელი, „ვოლტის“ აპლიკაციის მეშვეობით მოიძიებს.

აქ დაგხვდებათ რესტორნების დიდი არჩევანი. ასევე საშუალება გექნებათ, შეუკვეთოთ კვებისა თუ ჰიგიენის ნივთები, სუპერმარკეტებიდანაც. გარდა ამისა, ახლა „ჯიპისის“, „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ აფთიაქებიდან შეგიძლიათ შეკვეთა და რა თქმა უნდა, სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.

ასე რომ, შეუკვეთეთ „ვოლტით“ და მიიღეთ სასურველი პროდუქცია, არა მხოლოდ რესტორნებიდან, არამედ სუპერმარკეტებიდან და აფთიაქებიდან, ახლა უკვე 24/7ზე!

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანაშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

 

[R]

მეცნიერები იკვლევენ, რატომ მოძრაობენ ზღვის ბინადრები წრიულად

Facebook ქმნის მოწყობილობას, რომელიც ნერვულ სიგნალს ციფრულ ბრძანებად გარდაქმნის