in

Wolt+ — დაიწყე დაზოგვა და აღმოაჩინე კიდევ უფრო მეტი პლუსი

1 აგვისტოდან Wolt-ის ყველა მომხმარებელს Wolt+ით სარგებლობა შეეძლება. Wolt+ ვოლტის ყოველთვიური გამოწერის სერვისია, რომელიც მომხმარებლებს ულიმიტო შეკვეთებზე 0 ლარი მიტანის საფასურს სთავაზობს. Wolt+ის ღირებულება თვეში 10.99 ლარია, რაც მის წევრებს საშუალებას აძლევს, უკვე მე-3 შეკვეთის შემდეგ თანხის დაზოგვა დაიწყონ და დანაზოგი ვოლტის პირად ანგარიშზეც აკონტროლონ. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Wolt+ 1 აგვისტოდან 14 დღით უფასოდ გამოცადოს, რათა Wolt-ზე კიდევ უფრო მეტი პლუსი აღმოაჩინოს.

Wolt+ ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, ოთხივე ქალაქში Wolt-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ Wolt+ში, გადაიხადონ თვეში მხოლოდ 10.99 ლარი და შეუკვეთონ პოპულარული ობიექტებიდან: რესტორნებიდან და მაღაზიებიდან, მიტანის საფასური კი 0 ლარი იქნება.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საუკეთესო მომსახურებით გამოვირჩეოდეთ და მუდმივად ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში ჩავერთოთ და მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, დავნერგოთ ახალი სერვისი, რომელიც სრულიად ახალი ფორმით მოუტანს სარგებელს როგორც ჩვენს მომხმარებელს, ასევე ჩვენს პარტნიორებს“, — ამბობს ნატალია ხიზანიშვილი, Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი.

Wolt+ში ჩართვისას, მომხმარებელი იხდის თვიურ გადასახადს და თვის განმავლობაში მისი ყველა შეკვეთის მიტანის საფასური 0 ლარი იქნება.  იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად გამოცადოს სერვისი, Wolt+ პირველი 14 დღე იქნება უფასო.

„ჩვენ გვსურს, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მარტივად გამოცადოს ჩვენი ახალი სერვისი და დაგვიბრუნოს უკუკავშირი მის შესახებ. Wolt+ ახალი სერვისია ჩვენთვის, და მომხმარებელთა შეფასება დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში, მისი განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით“, — აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი.

Wolt ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს საუკეთესო რესტორნებიდან, სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან თუ სხვა ობიექტებიდან შეკვეთას და სახლში ან ოფისში მიტანას. Wolt მსოფლიოს 27 ქვეყანასა და 400-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს და მილიონობით მომხმარებელს კომფორტულ და სწრაფ სერვისს სთავაზობს.

Wolt — აღმოაჩინე, შეუკვეთე, ისიამოვნე

[პარტნიორის კონტენტი]

შავი ზღვის საიუბილეო ჯაზფესტივალის მთავარი მხარდამჭერი კვლავ თიბისი კონცეპტია

სამსახურში ფავორიტების არსებობის დადებითი მხარე