in

„ვოლტი“ მავნე გამონაბოლქვით მიყენებულ ზიანს 100%-ით აკომპენსირებს 

საკვების მიტანის ფინური ბრენდი „ვოლტი“ მნიშვნელოვან გარემოს დაცვით პროექტს აანონსებს – კომპანია, შეკვეთების მიტანისას გამოყოფილი ნახშირორჟანგით გარემოზე მიყენებულ ზიანს, 100%-ით აანაზღაურებს. ეს ეხება ყველა შეკვეთას, რომელიც „ვოლტმა“ მსოფლიოს მასშტაბით, 2015 წლიდან დღემდე განახორციელა და, ასევე მომავალში განახორციელებს.

BOG
BOG

„პროექტს ვოლტი თავის პარტნიორ, კლიმატის ინდუსტრიის ლიდერ ორგანიზაცია South Pole-თან ერთად ახორციელებს. South Pole, 2006 წლიდან, აქტიურად მუშაობს ატმოსფეროში გაზრდილი ნახშირორჟანგის შემცირებაზე სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მთავრობებთან ერთად, არის გაეროს Global Compact-ისა და ევროკავშირის KIC წევრი. როგორც International Carbon Reduction and Offset Alliance (ICROA)-ს წევრი, მისი ყველა პროექტი დამტკიცებულია საერთაშორისო სტანდარტებით, არის ქმედითი, აღრიცხვადი და სანდო. ორგანიზაცია არაერთხელ იქნა აღიარებული, როგორც საუკეთესო პროექტის დეველოპერი.

ვოლტით“ შეკვეთების მიტანა ძირითადად მანქანებით, სკუტერებით, მოტოციკლებითა და ველოსიპედებით ხორციელდება, თითოეულის მიერ გამოყოფილი CO2 ვოლტის და South Pole-ის მიერ ცალ-ცალკე აღირიცხება – შემოწმდა შეკვეთის მიტანის პროცესში, რომელი სატრანსპორტო საშუალება რა ოდენობის სათბურის გაზის ემისიას ახდენს ატმოსფეროში, რაც მოიცავს არა მხოლოდ ნახშირორჟანგს, არამედ, მეთანსა და აზოტის ოქსიდსაც.

„ამ ზიანის ასანაზღაურებლად „ვოლტი“, ყოველთვიურად, ორ პროექტს უჭერს მხარს. ყოველი თვის დასასრულს, ანგარიშდება, რა ოდენობის ნახშირორჟანგი გამოიყო „ვოლტის“ შეკვეთების მიტანის შედეგად, რასაც კომპანია South Pole-სგან  შეძენილი ეგრეთ წოდებული კარბონ-კრედიტებით აკომპენსირებს“. აღნიშნული თანხები ორი პროექტის განხორციელებას ხმარდება:

  • ბრაზილიაში, 150 ჰა ტყის დაცვა Envira-ს გაუტყევების პროექტს
  • კოლუმბიაში, 42 000 ხე – მცენარის დარგვის დაფინანსებას, ვიჩადას ტყის ფართობის აღდგენის პროექტს

„ვამაყობთ, რომ South pole-თან თანამშრომლობით შევძელით, ავანაზღაუროთ ყველა წარსული, მიმდინარე თუ მომავალი შეკვეთით გარემოზე მიყენებული ზიანი. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გვიბიძგებს მივიღოთ ზომები და შევებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა დგას. ბიზნესის მხრივ კი, გვჯერა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ნებისმიერი კომპანიისთვის კონკურენტული უპირატესობაა. ჩვენ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მომხმარებელმა მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მას შეუძლია გამოიძახოს საჭმელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე. გვჯერა, რომ ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

Wolt საკვების მიტანის ფინური კომპანიაა, რომელიც 2014 წელს ჰელსინკიში დაარსდა. დღეს ამ მომსახურებით სარგებლობა მსოფლიოს 19 ქვეყანასა და 62-მდე ქალაქშია შესაძლებელი. მათ შორისაა: კოპენჰაგენი, სტოკჰოლმი, ტალინი, თელ-ავივი, ბუდაპეშტი, პრაღა, ზაგრები, ვილნიუსი, რიგა, ათენი, თბილისი და ბათუმი.

საქართველოში, კომპანია, 2018 წლის მაისში შემოვიდა. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისისა და ბათუმის 400-მდე რესტორნიდან არის შესაძლებელი და სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

[R]

რატომ გაყინავენ ოპერაციამდე პაციენტებს -15 გრადუსზე – ახალი მიდგომა მედიცინაში

რა არის და როგორ მუშაობს ეჯაილი – ვახტანგ ბობოხიძე