in

Wolt-ის „ლურჯი პარასკევი“ დაიწყო

„შავი პარასკევი“ Wolt-მა „ლურჯ პარასკევად“ აქცია, თან გრძელ „ლურჯ პარასკევად“ – მთელი ოთხი დღის განმავლობაში, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით, მომხმარებელი შეძლებს, შეუკვეთოს პროდუქცია „ვოლტით“ ნებისმიერი მაღაზიიდან და ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით.

მაღაზიებში კი, „ლურჯ დღეებში“, მომხმარებელს 10%-დან 75%-მდე ფასდაკლებები დახვდება ყავის აპარატებზე, სათამაშოებზე, წიგნებზე, წვრილ ტექნიკასა და უამრავ სხვა პროდუქტზე.

„ასე რომ, არ გამოტოვოთ გრძელი, „ლურჯი პარასკევი“ ვოლტზე, შეიძინეთ პროდუქცია ფასდაკლებით და მიიღეთ შეკვეთა უფასოდ!“

Wolt-ით რესტორნების გარდა, სურსათის, საყოფაცხოვრებო ნივთების, მცირე ტექნიკის, სათამაშოების და სხვა პროდუქციის შეკვეთა 2020 წლის გაზაფხულიდანაა შესაძლებელი. Wolt-ით შეკვეთის განთავსება ახლა უკვე 50-ზე მეტი მაღაზიიდან შეგიძლიათ.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს. კომპანია, საქართველოში, 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

[R]

„ადამიანს ოცნებები ამოძრავებს“ – ანანო მიმინოშვილის ამბავი

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით, ProductTank Tbilisi-ს ღინისძიება ჩატარდება