ერთ წელზე მეტია, რაც Wolt Drive საქართველოში ფუნქციონირებს და მას, თავისი ონლაინ ბიზნესის მიტანის სერვისისთვის, უკვე 100-მდე კომპანია იყენებს — ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია.
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტსა თუ პლატფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რომელსაც მიწოდების საჭიროება აქვს, შეუძლია, მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ისე ინტეგრაციის გარეშე — Wolt Drive-ის ვებ-პორტალის საშუალებით.
მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ის ვებ-პორტალის მეშვეობით, სწრაფი მიტანის სერვისის შეთავაზება მცირე მეწარმეებსაც შეუძლიათ, რომელთაც საკუთარი ონლაინ პლატფორმა არ აქვთ და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ,
საქართველოში Wolt Drive-ს იყენებენ დიდი და მცირე სავაჭრო ობიექტები, მათ შორის აფთიაქები, რესტორნები, ტექნიკის, ტანსაცმლის, ალკოჰოლის, ყვავილების და სხვა მაღაზიები; ასევე, ონლაინ მაღაზიები და აპლიკაციები. Wolt Drive-ის მომხმარებელთა შორის არიან MyGPC, ავერსი, PSP, ალკორიუმი, 8000 მოსავალი, Phubber, Dressup Group, Zoomer და მრავალი სხვა.
რამ განაპირობა Wolt Drive-ის წარმატება ქართულ ბაზარზე?
ელ-კომერციის ბიზნესის წარმატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მომხმარებლისთვის სწრაფი და მოხერხებული მიტანის სერვისის შეთავაზებაა. ასეთი სერვისის შექმნა კი არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. ამიტომაც, ონლაინ მაღაზიების უმეტესობა იძულებულია, მომხმარებელს მიტანის საკმაოდ ხანგრძლივი დრო და არასახარბიელო პირობები შესთავაზოს.
სწორედ ამ პრობლემას აგვარებს Wolt Drive, როგორც ეს, მაგალითად, SPAR Georgia-ს შემთხვევაში მოხდა. SPAR Georgia-ს ონლაინ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა კაციტაძე გვიამბობს: „SPAR-ის ონლაინ აპლიკაციის გაშვებამ ჩვენს წინაშე საკუთარი საკურიერო სერვისის შექმნის საჭიროება გააჩინა, რაც კომპანიისგან არაადეკვატურად დიდ რესურსებს მოითხოვდა. ამიტომ, Wolt Drive კარგი გამოსავალი იყო ჩვენთვის. ძალიან მარტივად შევძელით ჩვენი მომხმარებლისთვის სწრაფი და მოხერხებული მიტანის სერვისი შეგვეთავაზებინა და თან, რაც მთავარია, მისაღებ ფასად“.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სავაჭრო ობიექტისთვის Wolt Drive-ში ჩართვის პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი უბრალოდ ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ-პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს — მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება.
გარდა იმისა, რომ მომხმარებელი შეკვეთას ძალიან სწრაფად იღებს, მას საშუალება აქვს, თვალყური ადევნოს შეკვეთის მიტანის პროცესს რეალურ დროში და გამოიყენოს Wolt-ის უმაღლესი კლასის მხარდაჭერის სერვისი 24/7-ზე.
„ჩვენთვის, როგორც Apple-ის ოფიციალური პარტნიორისთვის, მომხმარებლის გამოცდილებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ შოპინგის დროს. Wolt Drive-მა ეს გამოცდილება სულ სხვა დონეზე აიყვანა, რადგან ახლა საშუალება გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს ონლაინ შეძენილი პროდუქტი 30 წუთზე ნაკლებ დროში მივაწოდოთ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ონლაინ გაყიდვების ზრდასაც“, — აღნიშნავს გიორგი კუბლაშვილი, iSpace-ის მარკეტინგის მენეჯერი.
Wolt Drive ბიზნესებს საშუალებას აძლევს, კონცენტრირდნენ საკუთარი მომხმარებლების საჭიროებებზე, ხოლო ლოჯისტიკურ საკითხებზე სრულად Wolt-ის გუნდი ზრუნავს 24/7-ზე.
გსურთ გაიგოთ მეტი და დაიწყოთ Wolt Drive-ის გამოყენება? ეწვიეთ ბმულს.
[R]