in

50%-მდე ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაში – Wolt+-ის ახალი ექსკლუზიური შეთავაზებები

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი, ფინური მაღალტექნოლოგიური კომპანია ვოლტი სიახლეებითა და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მომხმარებლის განებივრებას განაგრძობს.

დაიწყო Wolt+–ის მორიგი კამპანია, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებას გულისხმობს.  

Wolt+-ის მასშტაბური ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც პარტნიორ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში, ისე საცალო ვაჭრობის სფეროში მოქმედ ობიექტებში.

ვოლტის წევრობის პროგრამა Wolt+ მომხმარებელს შოპინგის განსაკუთრებული გამოცდილების გარდა, შესაძლებლობას აძლევს, დაზოგოს თანხა, ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში, ასევე ჩაერთოს მხოლოდ Wolt+-ის მომხმარებლისთვის განკუთვნილ სპეციალურ კამპანიებში.

სერვისი 2021 წლიდან ამოქმედდა და ამ დრომდე  Wolt+-ის მომხმარებლის მიერ დაზოგილი თანხის ჯამური ოდენობა რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს აღემატება. მომხმარებლის გარდა, Wolt+ მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს სავაჭრო პარტნიორებსაც, რამდენადაც ხელს უწყობს დამატებით გაყიდვებს და ამ გზით – სხვადასხვა სექტორის ბიზნესის ზრდასა და განვითარებას. 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნასა და სიახლეების შეთავაზებაზე. წელს უკვე მეორედ 50%-მდე ფასდაკლებების მასშტაბური კამპანია ამის კიდევ ერთი ნათელი  მაგალითია და ის თანაბრად მომგებიანია როგორც ვოლტის მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ობიექტებისთვის. სხვადასხვა კატეგორიაში 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობის გარდა, Wolt+-ის პროგრამის წევრები შეძლებენ, დაზოგონ მეტი და მიიღონ ექსკლუზიური შეთავაზებები, ხოლო ჩვენს პარტნიორ ობიექტებს დამატებით გაეზრდებათ გაყიდვები, რაც მათ მეტ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვოლტის და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold-სტატუსის მფლობელები Wolt+-ის ერთწლიანი უფასო გამოწერის სერვისით სარგებლობენ. 

სპეციალური შეთავაზება მოქმედებს Starter, Bronze და Silver-სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც 3-თვიანი უფასო გამოწერის შესაძლებლობა აქვთ. 

შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები უნდა ეწვიონ „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს, სადაც მათ დახვდებათ სპეციალური ბმული. Wolt+-ის უფასო გამოწერის გასააქტიურებლად საჭიროა აღნიშნულ ბმულზე გადასვლა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი Wolt+-ის გამოწერით უკვე სარგებლობს, მისთვის გამოწერის უფასო სერვისით სარგებლობის 12 თვე მოქმედი სერვისის დასრულების თარიღიდან  აითვლება.

[R]

Wimbledon მოთამაშეების ფსიქოლოგიურ ბრძოლებზე ალაპარაკდა

საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა