in

„ვოლტი საქართველო“ 3 წლის გახდა!

„ვოლტი“ – 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად!

მაისის ყოველი დღე – აქციები, ფასდაკლებები და უფასო მიტანა! მთელი თვის განმავლობაში, „ვოლტი“ დაბადების დღესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. მათ შორის, წელს პირველად, კომპანია მომხმარებლის რჩეულ რესტორნებს ასახელებს. საუკეთესო რესტორნები მომხმარებლის მიერ „ვოლტის“ აპლიკაციაში მინიჭებული შეფასებების მიხედვით გამოვლინდა. 2020 წელს „ვოლტის“ მომხმარებელთა რჩეული რესტორნების სია ასეთია: თბილისში – KFC, Bangkok, Mochi, Paul, Tabla Saloon Vake, Tsiskvili, Shaurma Club, Smash, Ska Juice Bar, Ronny’s Pizza, Lui Coffee. ბათუმში – Wendy’s, Dunkin’, Wang’s Wok, Pizza Mizza, Privet iz Batuma  ქუთაისში – Wendy’s, Dunkin’, Thaico, Hacker Pschorr. დაბადების დღის ფარგლებში, ყოველდღე, აპლიკაციაში განსხვავებული კამპანია შეგიძლია აღმოაჩინო: 2+1, 1+1, -30%–50% ფასდაკლება და შეუკვეთო, როგორც შენი საყვარელი რესტორნებიდან, ისე სუპერმარკეტებიდან, საკონდიტროებიდან, მაღაზიებიდან და ა.შ.

ტექნოლოგიური კომპანია „ვოლტი“ ფინეთის დედაქალaქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაარსდა. დაარსებიდან მეხუთე წელს, 2018 წლის 11 მაისს, ოპერირება საქართველოში დაიწყო. დღეს, კომპანია საქართველოში საქმიანობის დაწყების მე-3 წელს აღნიშნავს.

„ვოლტი“, თავდაპირველად, მხოლოდ თბილისში ოპერირებდა და მომხმარებელს რესტორნებიდან კერძების შეკვეთის სერვისს სთავაზობდა. მოსახერხებელი აპლიკაცია, შეკვეთის განთავსების სიმარტივე და გამჭვირვალობა, მიტანის სწრაფი სერვისი, მხარდაჭერის გამართული სამსახური, მუდმივი განვითარება – ეს ის ფაქტორებია, რამაც „ვოლტს“ ათი ათასობით მომხმარებლის სანდოობა მოაპოვებინა და ის მათ საყვარელ ბრენდად აქცია.

თბილისში წარმატებულ გაშვებას მოჰყვა ბათუმში და ქუთაისში შესვლაც. „ვოლტმა“ ოპერირების დაწყებიდან მეორე წელს, თავისი საქმიანობა გააფართოვა და მომხმარებელს არა მხოლოდ რესტორნებიდან, არამედ სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან, წიგნების, ყვავილების, ტექნიკის თუ მრავალი სხვა მაღაზიიდან პროდუქტების შეკვეთის სერვისიც შესთავაზა.

„ვოლტი“ მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საქართველო ზრდის ტემპის მაჩვენებლით პირველ ათეულშია.

„ჩვენ გავიარეთ გამოწვევებით სავსე, ძალიან საინტერესო 3 წელი. ვთვლი, რომ ყველა გამოწვევა დავძლიეთ და, რაც მთავარია, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, შევინარჩუნეთ მომსახურების მაღალი სტანდარტი“, – აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი, „ვოლტის“ რეგიონალური მენეჯერი – „ჩვენ ეს შევძელით, რადგან 3 წელი საუკეთესო ადამიანებთან ერთად გავატარეთ – ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდთან, პარტნიორ კურიერებთან, პარტნიორ რესტორნებთან და სხვა სავაჭრო ორგანიზაციებთან, და, რაც მთავარია, ჩვენს მომხმარებლებთან, ვოლტერებთან ერთად. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის, ნდობისთვის და ერთგულებისთვის!“

„ვოლტი“ ზრდის ტემპის შენელებას არ აპირებს, კომპანიას ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. „ვოლტმა“ მაისში ოპერირება წყნეთიც დაიწყო და მაისშივე რუსთავში შესვლაც იგეგმება.

 

[R]

წაიკითხეთ სტატია მის გაზიარებამდე – Facebook-ის ახალი სატესტო ფუნქცია

A’ Design Award 2021-ის გამარჯვებული დიზაინები