in

ქუჩებში „ვოლტის მოჩვენება“ კურიერები გამოჩნდნენ

როცა ჰელოუინი ჩვეულებრივ საღამოსაც სხვა შუქს ანთებს

გუშინ თბილისმა ჰელოუინი მხოლოდ ბავშვების კოსტიუმებით არ აღნიშნა — ქალაქის ქუჩებში კიდევ ერთი „სიურპრიზი“ გამოჩნდა: ვოლტის მოჩვენება კურიერები.

ელვარე განათებით და თეთრი ფორმებით მორთული კურიერები ქალაქის ქუჩებში ისე მოძრაობდნენ, თითქოს ჰელოუინის სულები დროებით ტექნოლოგიურ პროფესიად იყვნენ ქცეულები.

ჰელოუინის ტრადიციის თანახმად, ამ დღეს სულები დედამიწაზე ბრუნდებიან — თბილისში კი ზოგი მათგანი ამჯერად მოტოციკლებით დაბრუნდნენ.

სოციალურ ქსელებში მალევე გამოჩნდა ფოტოებითა, სადაც ბავშვები აღფრთოვანებულები უყურებდნენ „ნათელ კურიერებს“.

როგორც გაირკვა, ვოლტმა გადაწყვიტა, რომ ჰელოუინი მხოლოდ ტკბილეულით არ უნდა შემოიფარგლოს — ამიტომაც შეკვეთების ნაწილი მომხმარებლებამდე სპეციალურად გაფორმებული კურიერების საშუალებით მივიდა. იდეა მარტივია: თუ ხალხი ელოდება მოჩვენებებს, რატომ არ შეიძლება მოჩვენებებმა მოიტანონ ვახშამი?

„ძალიან მაგარია, რომ საშუალება მოგვეცა ადამიანებისთვის მარტივი სერვისით სასიხარულო განწყობა გადაგვეცა და არა მხოლოდ შეკვეთები, არამედ პოზიტიურ ემოციაც მიგვეტანა,“ — ამბობს ვოლტის „მოჩვენება კურიერი“.

საღამოს განმავლობაში ათეულობით შეკვეთა სწორედ „მოჩვენება“ კურიერებმა მიიტანეს. ქუჩების განათებას ემატებოდა მანათობელი ფორმების შუქი.

ჰელოუინმა კი კიდევ ერთხელ დაგვანახა: ბრენდს, რომელიც ახერხებს ადამიანების გახარებას, რეალურად შეუძლია ყოველდღიურობის პატარა დღესასწაულად გარდაქმნა.

Tonino Lamborghini x FK Development – გლობალური თანამშრომლობა და საკოლექციო უძრავი ქონების შექმნა

NEXT-მა ძველი თბილისის ახალი პროექტი Tbilisi Oriental წარადგინა