in

Wolt: “ქართულ ბაზარზე მიტანის სერვისის სრულიად ახალი სტანდარტი დავნერგეთ!”

„ვოლტი“ ფინური კომპანიაა, რომელიც მობილური აპლიკაციის საშუალებით, ქალაქის საუკეთესო რესტორნებისა და კერძების აღმოჩენაში გვეხმარება. კომპანია დღეისათვის ევროპის 11 ქვეყანასა და 31 ქალაქშია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოშიც. ქართულ ბაზარზე „ვოლტი“ 2018 წლის მაისში შემოვიდა და 5 თვის განმავლობაში ბევრი ლოიალური მომხმარებელი შეიძინა. კომპანიის წარმომადგენლებმა, სპეციალურად მომხმარებლებთან სიახლოვისთვის, შექმნეს Facebook-ის დახურული ჯგუფის, „ვოლტის მეგობრების“ კონცეფცია, რომელშიც ადამიანები ვოლტის წარმომადგენლებს საკუთარ აზრს უზიარებენ, რითაც წვლილი შეაქვთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. ამასთან ერთად, მათ აქვთ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები ახლად აღმოჩენილი რესტორნების შესახებ. დეტალებზე “ვოლტის” გენერალურ მენეჯერს, ნატალია ხიზანიშვილს, ვესაუბრეთ.

M: როგორ შეაფასებთ განვლილ 5 თვეს საქართველოს ბაზარზე?

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ „ვოლტის“ ქართულ ბაზარზე გამოჩენამ, საკვების ადგილზე მიტანის სერვისის სრულიად ახალი სტანდარტი დანერგა. მომსახურების სრულიად ახალი კონცეფციისა და თანამედროვე ინოვაციური მობილური აპლიკაციის დახმარებით, მოკლე დროში წარმოუდგენლად ბევრი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ.

„ვოლტი“ საკვების მიწოდების სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისგან იმითაა განსხვავებული, რომ ის ტექნოლოგიური კომპანიაა, რაც გვაძლევს საშუალებას პროცესები მოწინავე ტექნოლოგიის დახმარებით წარვმართოთ. ინდუსტრიაში მაღალი სტანდარტის დანერგვა და მისი შენარჩუნება მუდმივი პროცესია, მომსახურების ხარისხის მუდმივი ანალიზი კი მისი დახვეწის საშუალებას იძლევა. თუმცა, წარმატებისთვის ადამიანური ფაქტორი არანაკლებ მნიშვნელოვანია. თითოეული კურიერი ჩვენი პარტნიორი და მეგობარია და მათი მიზანი არა მხოლოდ კერძის, არამედ მომხმარებელთან დადებითი მუხტის მიტანაცაა. ჩვენი გუნდის უდიდეს გამარჯვებად მიმაჩნია, როდესაც სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ადამიანის მიერ „ვოლტის“ კურიერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ვაწყდები. სექტემბერში საკვების უფასო მიტანის აქცია წამოვიწყეთ, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და „ვოლტის მეგობრების“ თხოვნით, დღემდე გრძელდება.

M: „ვოლტის“ საქართველოში შემოსვლისას ამ ბაზარზე, ასე ვთქვათ, არეული სიტუაცია იყო. მანამდე არსებულ ერთ-ერთ მსხვილს მოთამაშეს სერიოზული კრიზისი ჰქონდა. ამ ვითარებაში რამდენად რთული აღმოჩნდა თქვენი კომპანიისთვის საქმიანობის დაწყება და შემდეგ, ბაზარზე თავის დამკვიდრება?

გასაგებია, რომ ბიზნესის ოპერირების იდეალურ გარემოდ „ლურჯი ოკეანე“ შეიძლება განვიხილოთ – ბაზარი, სადაც კონკურენტები არ გყავს. ამდენად, საქართველოში შემოსვლას მარტივს ვერ ვუწოდებდი, რადგან, როგორც უკვე აღნიშნეთ, ბაზარზე მოთამაშეები უკვე იყვნენ. ბევრი გამოწვევა გადავლახეთ წარმატებით და საზოგადოების ბრენდისადმი ცნობიერება შეიძლება ითქვას, უმოკლეს დროში ავამაღლეთ, რაც ადვილი არ არის.

რაც შეეხება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ეს ჩვენთვის უწყვეტი პროცესია. მომხმარებლების შეძენაზე მნიშვნელოვანი, მათი შენარჩუნება და ბრენდის მეგობრებად გარდაქმნაა. ამიტომაც ჩვენი მიზანია, როგორც სერვისებში, ასევე პროდუქციაში მუდმივად სიახლეები დავნერგოთ.

M: როგორ ფიქრობთ, ბრენდის რა თვისებები დაგეხმარათ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში?

მობილური აპლიკაცია და ვებგვერდი, საიდანაც რეალურ დროში გებულობთ, თუ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ რესტორნიდან კერძის მომზადებასა და თქვენამდე მოტანას. მისი საშუალებით, შეგიძლიათ რუკაზე ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ კურიერის ადგილმდებარეობას და შესაბამისად, ზუსტად იცოდეთ, რა დროს იქნება  შეკვეთა თქვენთან.

ერთგული მომხმარებლები: მათი გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ეს გვეხმარება წარმატების მიღწევაში და გვაძლებს უდიდეს მოტივაციას.

გულდასმით შერჩეული პარტნიორი რესტორნები: „ვოლტის“ სტრატეგია ქალაქში არსებულ ყველა რესტორანთან თანამშრომლობას არ გულისხმობს. ჩვენი მიზანი მომხმარებლისათვის სასურველი და ხარისხიანი ობიექტების დამატებაა.

მეგობრული პარტნიორი კურიერები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ნებისმიერ ამინდში  სწრაფი და ხარისხიანი სერვისისათვის.

მნიშვნელოვან დროს ვუთმობთ პარტნიორი რესტორნების განვითარებას და პარტნიორ კურიერებთან ურთიერთობას. მათ გარეშე ჩვენი წარმატება შეუძლებელია.

M: განვლილ 5 თვეს რომ გადავხედოთ, რა იყო კომპანიისთვის დადებითი, მარტივი?

მარტივის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ რამდენიმე დადებით კომპონენტს გამოვყოფ: მომხმარებლების დადებითი გამოხმაურებები, პარტნიორი რესტორნების კმაყოფილება, კმაყოფილი კურიერები და მოტივირებული გუნდი.

სიახლე არ არის, რომ ქართველი მომხმარებელი საკმაოდ მომთხოვნია და მათი დაკმაყოფილება მარტივი სულაც არ არის. ასევე, ძალიან დიდი სტიმული მოგვცა რესტორნების გამოხმაურებამ, როდესაც აღნიშნავდნენ, რომ „ვოლტთან“ ერთად, მათი ბიზნესი ახალ ეტაპზე გადავიდა; ყველაზე დიდ მიღწევად კი მაინც კმაყოფილი მომხმარებლები მიმაჩნია.

M: რა არის ის, რაც უკვე გამოასწორეთ ან რის  გამოსწორებაზეც უნდა იმუშაოთ?

მუდმივად ვზრდით მომსახურების არეალს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე მოვიცვათ თბილისის ყველა უბანი. ჯერჯერობით, კომპანიის უდიდესი გამოწვევა ქალაქის ყველაზე საინტერესო, აქამდე უცნობი რესტორნების აღმოჩენაა.

M: რას ჰპირდებით მომხმარებლებს?

პირველ რიგში, მომხმარებელს ვპირდებით მომსახურების სტაბილურ ხარისხს, ახალ აქამდე უცნობ რესტორნებს და სხვა მრავალ საინტერესო სიახლეს.

[R]

კოსტიუმები მენტალური პერსონაჟებისთვის – უტა ბექაიას პერფორმანსები და ფსიქოთერაპიული ხელოვნება, #თაობა

მირიან შენგელაიას The Art Of Chess – ჩუმი ორთაბრძოლა ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე